სალომე სიმონია: 10 მილიონის ₾ კრიპტოვალუტა; 3,3 მილიონი ლარი ანგარიშზე... - აზარტული თამაშების ხელშემწყობი კანონის თანაავტორის, "ოცნების" დეპუტატის, გიორგი ბარვენაშვილის დეკლარირებული ქონებაა
სალომე სიმონია: აზარტული თამაშების ხელშემწყობი კანონის თანაავტორის, "ოცნების" დეპუტატის, გიორგი ბარვენაშვილის დეკლარირებული ქონებაა. სათამაშო ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელი ლაშა კვაჭაძე და ბარვენაშვილი მეგობრები არიან. ასევე, ლაშა კვაჭაძე, ივანიშვილის ნათესავთან ერთად ფლობს აზარტული თამაშების კომპანიებში წილებს.

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
● 10 მილიონის ₾ კრიპტოვალუტა
● 4 მილიონი ლარის 9 ავტომობილი
● 3,7 მილიონის ქონება გაასხვისა
● 3,3 მილიონი ლარი ანგარიშზე
● 1,5 მლნ. ლარის ქონებას ფლობს
● 1,7 მლნ. ლარის მანქანები გაყიდა
● 1,2 მილიონი ლარის 8 მაჯის საათი
● 997 000 ლარი ნაღდი ფულის სახით
● 113 885 ხელფასი პარლამენტიდან
● 240 000 ლარი ოცნებას შესწირა
● 2 260 ლარის ბრენდირებული ქოლგა აჩუქეს მანქანის შეძენისას.
აზარტული თამაშების ხელშემწყობი კანონის თანაავტორის, "ოცნების" დეპუტატის, გიორგი ბარვენაშვილის დეკლარირებული ქონებაა.
სათამაშო ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელი ლაშა კვაჭაძე და ბარვენაშვილი მეგობრები არიან.
ასევე, ლაშა კვაჭაძე, ივანიშვილის ნათესავთან ერთად ფლობს აზარტული თამაშების კომპანიებში წილებს.
ბარვენაშვილის, კვაჭაძის და მერის, კახა კალაძის მეუღლეები ბიზნეს-პარტნიორები არიან.
ჩვენი ახალგაზრდები იღუპებიან, ოჯახები ღარიბდებიან ამ ბიზნესით. ისედაც მილიონერი ჩინოვნიკები და მათი მეგობრები კი, მდიდრდებიან.
სახელმწიფო და სახალხო ინტერესი დახურდავებული, ფულში გაცვლილია!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…