ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალუდა ღუდუშაური საკონსტიტუციო სარჩელზე: სასამართლო პროცესები მიდის, სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, როგორ შეიძლება, კეთდებოდეს ისეთი განცხადებები, რომლებიც რა თქმა უნდა, იმთავითვე გამიზნულია მართლმსაჯულებაზე ზეგავლენის მოხდენისკენ

დეპუტატი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის კრიტიკული განცხადებები მართლმსაჯულებაზე ზეგავლენის მოხდენისკენაა გამიზნული.

სასამართლო პროცესები მიდის, ის ღიაა და ამას ყველა ხედავს და სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, როგორ შეიძლება, კეთდებოდეს ისეთი განცხადებები, რომლებიც რა თქმა უნდა, იმთავითვე გამიზნულია მართლმსაჯულებაზე ზეგავლენის მოხდენისკენ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. მან ასე უპასუხა კითხვას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადების შესახებ, რომელმაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ პროცესის გამო შეშფოთება გამოთქვა.

ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ თავად სარჩელი ავტორები სამართლებრივ ასპექტებსა და მოცემულობას პატივს სცემენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ სარჩელის ავტორები და ამავდროულად პოლიტიკოსები, სამართლებრივ ნიუანსებს, ასპექტებსა და მოცემულობას პატივს ვცემთ და ერთგვარად ვიცავთ. ყოველთვის, როდესაც ხარ მხარე, მეტი სივრცე გაქვს, რომ ისაუბრო შენს პოზიციაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენც კი არ ვსაუბრობთ მომეტებულად იქიდან გამომდინარე, რომ მართლმსაჯულებას, ზოგადად სასამართლო ხელისუფლებას პატივს ვცემთ. ამის ნაცვლად ხედავთ, როგორი მოცემულობაა. ღიმილისმომგვრელი იქნებოდა, საქმე ასეთ მნიშვნელოვან მოცემულობასთან რომ არ გვქონდეს - როდესაც ვხედავთ [განცხადებებს] დასავლეთის წარმომადგენლების მხრიდან და ამ შემთხვევაში ამ პირისგან. დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან კარგად ესმით - სანამ სასამართლო პროცესები მიდის, ის ღიაა და ამას ყველა ხედავს, და სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, როგორ შეიძლება, კეთდებოდეს ისეთი განცხადებები, რომლებიც რა თქმა უნდა, იმთავითვე გამიზნულია მართლმსაჯულებაზე ზეგავლენის მოხდენისკენ.

ამასაც კი აღარავინ ერიდება ღიად - ჯერ პროცესი არ არის დასრულებული და ვხედავთ, როგორი განცხადებებია. ეს ხომ ცალსახად მიუთითებს და როგორც მინიმუმ, აზიანებს და მიმართულია სასამართლოზე, მართლმსაჯულებაზე ზემოქმედებისკენ. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა არის ამ ქვეყნის და თითოეული მოქალაქის ვალდებულება, რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლების მომეტებული ვალდებულებაა და ჩვენ ამას გავაკეთებთ.

ყველა ვალდებულია, რომ საქართველოს ინსტიტუციებს და საქართველოს ინტერესს პატივი სცენ. შესაბამისად, დაელოდონ პროცესებს და დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ არგუმენტები საერთოდ არ ექნებათ. პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და შეფასება რა თქმა უნდა, ყველას უფლება იქნება, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანია, საზოგადოება დაინახავს, სად არის სიმართლე”, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან გაგრძელდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები