ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: ჩვენ მომსწრენი ვართ არა სამართლებრივი პაექრობის, არამედ ეს არის პოლიტიკური შოუს წარმართვის მცდელობა. ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ პოლიტიკურ პოლიგონად და ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის გამოიყენონ
ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის გამოსვლები არა სამართლებრივი პაექრობა, არამედ პოლიტიკური შოუს მცდელობაა. მისი თქმით, ცალკეული სუბიექტები სასამართლო ტრიბუნის პოლიტიკურ პოლიგონად და ცილისმწამებლური განცხადებებისთვის გამოყენებას ცდილობენ.

ჩვენ არა სამართლებრივი პაექრობის მომსწრენი ვართ, არამედ ეს არის პოლიტიკური ელემენტების, პოლიტიკური შოუს წარმართვის მცდელობა, რასაც ჩვენ ვხედავთ. ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ პოლიტიკურ პოლიგონად და ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის გამოიყენონ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის გამოსვლებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მოპასუხე მხარე დაკავებულია არა არგუმენტების შეჭიდებით, არამედ შოუს დადგმით.
„ძალიან საინტერესო და ისტორიული პროცესისმომსწრენი ვართ. ესეც არის დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროცესი. ვგულისხმობ იმას, რომ სასამართლოს ფილტრი გაიაროს და კონსტიტუციურობასთან თანხვედრაში დაიტესტოს ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის და ამ შემთხვევაში მოპასუხეთა ქცევა, რამდენად რელევანტური არის, რომელიც დარწმუნებული ვარ მომდევნო თაობებისთვის და მათ შორის პოლიტიკური ისტორიისთვისაც მნიშვნელოვანი გზამკვლევი იქნება.
არ შეიძლება, რომ პოლიტიკური პარტია იქმნებოდეს იმისთვის, რომ პოლიტიკური მანტიის საფარქვეშ აკეთოს ის, რაც მოესურვება, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოვიდეს და იმის გამო, რომ ის არის რეგისტრირებული რეესტრში, როგორც პოლიტიკური პარტია ეს იყოს ინდულგენცია“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ციტატები სტატიიდან
„ძალიან საინტერესო და ისტორიული პროცესისმომსწრენი ვართ. ესეც არის დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროცესი. ვგულისხმობ იმას, რომ სასამართლოს ფილტრი გაიაროს და კონსტიტუციურობასთან თანხვედრაში დაიტესტოს ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის და ამ შემთხვევაში მოპასუხეთა ქცევა, რამდენად რელევანტური არის, რომელიც დარწმუნებული ვარ მომდევნო თაობებისთვის და მათ შორის პოლიტიკური ისტორიისთვისაც მნიშვნელოვანი გზამკვლევი იქნება. არ შეიძლება, რომ პოლიტიკური პარტია იქმნებოდეს იმისთვის, რომ პოლიტიკური მანტიის საფარქვეშ აკეთოს ის, რაც მოესურვება, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოვიდეს და იმის გამო, რომ ის არის რეგისტრირებული რეესტრში, როგორც პოლიტიკური პარტია ეს იყოს ინდულგენცია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…