ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ალუდა ღუდუშაური რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „სხვათა შორის, ეს არის ევროპული მიდგომა - როდესაც შენ

საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური რადიკალური პარტიების აკრძალვის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა ითხოვს სამართლებრივ რეაგირებასა და საკონსტიტუციო სასამართლოში პოზიციის დაცვას, რაც, მისი შეფასებით, ევროპული მიდგომაა.

ალუდა ღუდუშაური რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „სხვათა შორის, ეს არის ევროპული მიდგომა - როდესაც შენ
ალუდა ღუდუშაური რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „სხვათა შორის, ეს არის ევროპული მიდგომა - როდესაც შენPOSTV

„სხვათა შორის, ეს არის ევროპული მიდგომა – როდესაც შენ უპირისპირდები ქვეყნის კონსტიტუციას და ცდილობ, რომ შენი ქმედებებითა და ზრახვებით კონსტიტუციური ჩარჩოდან გახვიდე, ბუნებრივია, უნდა გქონდეს კიდეც იმის მოლოდინი, რომ სასამართლოში მოგიწევს შენი პოზიციის დაცვა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა რადიკალური პარტიების აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა.

„ზოგადად, თუ ფართო კონტექსტში შევხედავთ ამ ყველაფერს, შეიძლება ერთი ანალიზი გავაკეთოთ: ამ ხალხს პირველ რიგში ადამიანური თვალსაზრისით აქვთ პრობლემები, მეორე რიგში კი — რადგან ბევრ საკითხთან მიმართებაში ადამიანური თვალსაზრისით აქვთ პრობლემები, შესაბამისად, არ გააჩნიათ ეროვნული თვითშეგნება, ღირსება, მორალი, ქვეყნის ინტერესი და საკუთარი ხალხის ინტერესი.

ამავდროულად არის ერთი რამ – პრაქტიკულად არ ჰყავს ქვეყანას ოპოზიცია, რაც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ იმისათვის, რომ ვიღაც გაანულო, ის რაღაცას უნდა წარმოადგენდეს, რაღაც ნიშნული უნდა ჰქონდეს. უბრალოდ, პოლიტიკურ რუკაზე ეს ხალხი არ არსებობს და არანაირ ძალას არ წარმოადგენს. ამასთან ერთად, საკუთარ თავს ძალიან დიდი ძალისხმევით ანადგურებენ და ამას ინერციით აკეთებენ.

ჩვენ არასოდეს დიდი ძალისხმევა არ ჩაგვიდია იმაში, რომ ამ ხალხზე მოგვეხდინა ძალების კონცენტრირება. უბრალოდ, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ისინი თავიანთ გადაწყვეტილებაში მარტოები არ არიან – ჩვენი ძალისხმევა იმისკენ არის მიმართული, რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს ფხიზლად და სრულად ხედავდეს მოვლენებს. იმიტომ, რომ თუ მნიშვნელოვანია მოქალაქეები ინფორმაციულად იყვნენ შეიარაღებულნი, ქართველი ხალხი ბრძენია და ის ყველაფერს ხედავს.

რაც შეეხება ამ პარტიების აკრძალვას, ჩვენ ეს საკითხი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ: ერთია პოლიტიკური მოცემულობა, ხოლო მეორე – სამართლებრივი მოცემულობა. ეს ხალხი, როგორც აღვნიშნე, განულებულ და გაუბედურებულ მდგომარეობაშია, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საკითხებისადმი სამართლებრივ რეაგირებაზე თვალი დავხუჭოთ. როდესაც მათ დაიწყეს მთელი რიგი სვლა სახელმწიფო კონსტიტუციის წინააღმდეგ, ბუნებრივია, ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს ფაქტებს და გარემოებებს არა იმის მიხედვით, თუ რა პოლიტიკური ამინდის შემქმნელია ესა თუ ის სუბიექტი, არამედ რამდენად თავსებადია ამ სუბიექტის ქმედებები კონსტიტუციასთან. შესაბამისად, პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც მოვა წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, რა თქმა უნდა, მისი ქმედებები უნდა დაექვემდებაროს კონსტიტუციურ სარჩელს და შემდეგ უნდა მოხდეს ამის რევიზია სასამართლოში.

სხვათა შორის, ეს არის ევროპული მიდგომა – როდესაც შენ უპირისპირდები ქვეყნის კონსტიტუციას და ცდილობ, რომ შენი ქმედებებითა და ზრახვებით კონსტიტუციური ჩარჩოდან გახვიდე, ბუნებრივია, უნდა გქონდეს კიდეც იმის მოლოდინი, რომ სასამართლოში მოგიწევს შენი პოზიციის დაცვა და სარჩელზე პასუხის გაცემა. ასე რომ, ყველა დაინახავს, სიმართლე ვის მხარესაა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სხვათა შორის, ეს არის ევროპული მიდგომა – როდესაც შენ უპირისპირდები ქვეყნის კონსტიტუციას და ცდილობ, რომ შენი ქმედებებითა და ზრახვებით კონსტიტუციური ჩარჩოდან გახვიდე, ბუნებრივია, უნდა გქონდეს კიდეც იმის მოლოდინი, რომ სასამართლოში მოგიწევს შენი პოზიციის დაცვა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ზოგადად, თუ ფართო კონტექსტში შევხედავთ ამ ყველაფერს, შეიძლება ერთი ანალიზი გავაკეთოთ: ამ ხალხს პირველ რიგში ადამიანური თვალსაზრისით აქვთ პრობლემები, მეორე რიგში კი — რადგან ბევრ საკითხთან მიმართებაში ადამიანური თვალსაზრისით აქვთ პრობლემები, შესაბამისად, არ გააჩნიათ ეროვნული თვითშეგნება, ღირსება, მორალი, ქვეყნის ინტერესი და საკუთარი ხალხის ინტერესი. ამავდროულად არის ერთი რამ – პრაქტიკულად არ ჰყავს ქვეყანას ოპოზიცია, რაც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ იმისათვის, რომ ვიღაც გაანულო, ის რაღაცას უნდა წარმოადგენდეს, რაღაც ნიშნული უნდა ჰქონდეს. უბრალოდ, პოლიტიკურ რუკაზე ეს ხალხი არ არსებობს და არანაირ ძალას არ წარმოადგენს. ამასთან ერთად, საკუთარ თავს ძალიან დიდი ძალისხმევით ანადგურებენ და ამას ინერციით აკეთებენ. ჩვენ არასოდეს დიდი ძალისხმევა არ ჩაგვიდია იმაში, რომ ამ ხალხზე მოგვეხდინა ძალების კონცენტრირება. უბრალოდ, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ისინი თავიანთ გადაწყვეტილებაში მარტოები არ არიან – ჩვენი ძალისხმევა იმისკენ არის მიმართული, რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს ფხიზლად და სრულად ხედავდეს მოვლენებს. იმიტომ, რომ თუ მნიშვნელოვანია მოქალაქეები ინფორმაციულად იყვნენ შეიარაღებულნი, ქართველი ხალხი ბრძენია და ის ყველაფერს ხედავს. რაც შეეხება ამ პარტიების აკრძალვას, ჩვენ ეს საკითხი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ: ერთია პოლიტიკური მოცემულობა, ხოლო მეორე – სამართლებრივი მოცემულობა. ეს ხალხი, როგორც აღვნიშნე, განულებულ და გაუბედურებულ მდგომარეობაშია, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საკითხებისადმი სამართლებრივ რეაგირებაზე თვალი დავხუჭოთ. როდესაც მათ დაიწყეს მთელი რიგი სვლა სახელმწიფო კონსტიტუციის წინააღმდეგ, ბუნებრივია, ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს ფაქტებს და გარემოებებს არა იმის მიხედვით, თუ რა პოლიტიკური ამინდის შემქმნელია ესა თუ ის სუბიექტი, არამედ რამდენად თავსებადია ამ სუბიექტის ქმედებები კონსტიტუციასთან. შესაბამისად, პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც მოვა წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, რა თქმა უნდა, მისი ქმედებები უნდა დაექვემდებაროს კონსტიტუციურ სარჩელს და შემდეგ უნდა მოხდეს ამის რევიზია სასამართლოში. სხვათა შორის, ეს არის ევროპული მიდგომა – როდესაც შენ უპირისპირდები ქვეყნის კონსტიტუციას და ცდილობ, რომ შენი ქმედებებითა და ზრახვებით კონსტიტუციური ჩარჩოდან გახვიდე, ბუნებრივია, უნდა გქონდეს კიდეც იმის მოლოდინი, რომ სასამართლოში მოგიწევს შენი პოზიციის დაცვა და სარჩელზე პასუხის გაცემა. ასე რომ, ყველა დაინახავს, სიმართლე ვის მხარესაა“
ალუდა ღუდუშაური
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.