ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ივერი მელაშვილი ამბობს, რომ გარეჯის საკითხი ორ ირაკლის შორის დავის საგნად იქცა

ქართული ოცნება

ივერი მელაშვილის მტკიცებით, „ქართულ ოცნებას“ დავით გარეჯის საკითხის მოგვარება არ შეუძლია და ხელისუფლებამ საქართველოს პოზიციები თავად გაიუარესა, ხოლო ირაკლი კობახიძის ბოლო განცხადებების მიღმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეჯიბრი და ანგარიშსწორების სურვილი იკითხება.

ივერი მელაშვილი ამბობს, რომ გარეჯის საკითხი ორ ირაკლის შორის დავის საგნად იქცა
ივერი მელაშვილი ამბობს, რომ გარეჯის საკითხი ორ ირაკლის შორის დავის საგნად იქცაTV პირველი

ივერი მელაშვილი, რომელსაც წლების წინ კარტოგრაფების საქმის ფარგლებში ასამართლებდნენ, ამბობს, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დავით გარეჯის პრობლემის მოგვარება არ შეუძლია.

მელაშვილის თქმით, ივანიშვილის დაფუძნებულმა პარტიამ ქვეყნის პოზიციები თავად დააზიანაა, მათ შორის წინა საარჩევნოდ დაწყებული პოლიტიკური კამპანიით.

კობახიძის დღევანდელი განცხადებების მიღმა მან ღარიბაშვილთან შეჯიბრი და ანგრიშსწორების სურვილი ამოიკითხა.

ვერ წარმომიდგენია იმ პოზიციით, რა პოზიციაშიც დღეს იმყოფებიან, ძალიან გაიუარესეს პოზიცია. როდესაც წამოწიეს, ვითომ რუკა მოიძიეს და ვითომ ძალიან ბევრი ტერიტორია აზერბაიჯანის საქართველოს ეკუთვნის და ა.შ. ამ პოზიციით როგორ უნდა მიაღწიონ შედეგს, წარმატებას ამ მოლაპარაკებებში ჩემამდე არ დადის. ჩემი აზრით, დღეს ერთი ირაკლი, პრემიერი ციხიდან, მეორე პრემიერს რაღაცებში ედავება და მათი საქმეა, ალბათ დამტკიცება იმისთვის, რომ არა მე უფრო მაგარი ვარ, მე უფრო მაგარი. ახლა მეტი არაფერი არ არის, მაგრამ მაშინაც და ახლაც, ეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა ეს კამპანია - ამბობს ივერი მელაშვილი.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით ისაუბრა. პრემიერის თქმით, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარესთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმებას მიაღწია.

„შევთანხმდით, რომ დავაჩქაროთ პროცესები, რომლებიც დაკავშირებული იქნება საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან - მრავალი წელია, არ გვაქვს არავითარი ცვლილება და პროგრესი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით. სადაც არ გვქონდა პროგრესი, იქ გვინდა, რომ სწრაფ შედეგს მივაღწიოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად“,-აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციური“დღეს ერთი ირაკლი ციხიდან, მეორეს – რაღაცებში ედავება” – ივერი მელაშვილი დავით გარეჯზე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რა შეთანხმებას მიაღწია კობახიძემ აზერბაიჯანთან დავით გარეჯის საკითხზე - პრემიერის კომენტარიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები