ირაკლი ღარიბაშვილი მე-9 წერილში დავით გარეჯზე საუბრობს
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის მინისტრობისას გამოვლინდნენ პირები, რომლებიც სააკაშვილის დროინდელი გადაწყვეტილებებით და არასწორი რუკებით საქართველოს საზღვრის გამრუდებას ცდილობდნენ.

„ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს განვაახლეთ მუშაობა ამ მიმართულებით... ჩემი კოორდინაციით თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. აღვადგინეთ სრული სურათი, შევისწავლეთ წარსულში დაშვებული დანაშაულებრივი ქმედებები. გაირკვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დროს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე არასწორი რუკების გამოყენებით საქართველოს საზღვრის გამრუდებას ცდილობდნენ, კვლავ სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ის საუბრობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გააქტიურებულ დავით-გარეჯის საკითხზე - არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. ამ დროს პროსახელისუფლებო მედიამ დაიწყო კამპანია „გარეჯი საქართველო“. ორივე მათგანი არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე თვეში, იანვარში გირაოთი გაათავისუფლეს, სასამართლო განხილვები კი გაურკვეველი ვადით არის შეწყვეტილი.
ღარიბაშვილმა 20 ოქტომბერს გამოქვეყნებული წერილი გუშინ, 19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე საუბრით დაიწყო - მისი თქმით, „ცილისწამებაზე აგებული საქმე და ამ აბსურდული საქმის დეტალების შესახებ საზოგადოება სრულ სიმართლეს პროცესის მიმდინარეობისას გაიგებს“.
მასალა განახლდება
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიირაკლი ღარიბაშვილი ახალ წერილში გარეჯზე საუბრობს
- ინტერპრესნიუსიირაკლი ღარიბაშვილი - 2020 წლამდე ქვეყანაში 3 პრემიერ-მინისტრი, 2 თავდაცვის მინისტრი და 3 შს მინისტრი შეიცვალა, დავით გარეჯთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა, პირიქით, სიტუაცია გაუარესდა - ჩემი მინისტრობის დროს განვაახლეთ მუშაობა
- BM.GE“მინდა, გავიხსენო დავით გარეჯის საკითხი” - ირაკლი ღარიბაშვილი
ციტატები სტატიიდან
„ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს განვაახლეთ მუშაობა ამ მიმართულებით... ჩემი კოორდინაციით თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. აღვადგინეთ სრული სურათი, შევისწავლეთ წარსულში დაშვებული დანაშაულებრივი ქმედებები. გაირკვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დროს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე არასწორი რუკების გამოყენებით საქართველოს საზღვრის გამრუდებას ცდილობდნენ, კვლავ სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ“
„ცილისწამებაზე აგებული საქმე და ამ აბსურდული საქმის დეტალების შესახებ საზოგადოება სრულ სიმართლეს პროცესის მიმდინარეობისას გაიგებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.