სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის საქმეები სასამართლოში - გიორგი მესტვირიშვილი 5 000 ლარით დაჯარიმდა, იოსებ იმერლიშვილს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა
თბილისის საქალაქო სასამართლომ რატი იონათამიშვილის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებისთვის გიორგი მესტვირიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმა, ხოლო იოსებ იმერლიშვილს სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - თბილისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა იოსებ იმერლიშვილს. მან შეურაცხყოფა მიაყენა დავით სეხნიაშვილს. 5 000 ლარით დაჯარიმდა გიორგი მესტვირიშვილი, მან სიძულვილის ენა რატი იონათამიშვილის მიმართ გამოიყენა. რამდენიმე დღით გადაიდო ირინა სარიშვილის საქმის განხილვა.
"იოსებ იმერლიშვილის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. აღნიშნულ პიროვნებას ვედავებოდით წვრილმანი ხულიგნობის შემადგენლობას, რაც დღეს სასამართლომ დაადასტურა - სამართალდარღვევის არსებობის ნიშნები. თავად ბატონმა იოსებმაც აღიარა ქმედება და მის მიმართ სასამართლომ გამოიყენა სიტყვიერი შენიშვნა", - აცხადებს შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი სალომე ქირია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…