ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ვარდისფერი ოქტომბრის" გლობალურ კამპანიას "სამედიცინო ცენტრი აფხაზეთი" შეუერთდა და აფხაზეთიდან დევნილი ქალებისთვის უფასო სკრინინგის აქცია გამართა

„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, „სამედიცინო ცენტრ აფხაზეთში“ აფხაზეთიდან დევნილი 50-მდე ქალისთვის ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგი ჩატარდა და მათ მედიკამენტები გადაეცათ.

"ვარდისფერი ოქტომბრის" გლობალურ კამპანიას "სამედიცინო ცენტრი აფხაზეთი" შეუერთდა და აფხაზეთიდან დევნილი ქალებისთვის უფასო სკრინინგის აქცია გამართა.

სამედიცინო ცენტრის გლდანის ფილიალში დევნილ ბენეფიციარებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ჩაუტარდათ. აქციით 50-მდე ქალმა ისარგებლა. ღონისძიების ფარგლებში ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

სკრინინგის აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, "სამედიცინო ცენტრ აფხაზეთისა" და ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის - აფხაზეთის წარმომადგენლობის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

"სამედიცინო ცენტრი აფხაზეთის" მთავარი მიზანია, რომ პაციენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ სრულყოფილი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. დღეს ქალბატონებისთვის მნიშვნელოვანი დღეა, გვინდა მათ იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა და იცოდნენ, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში მარტო არ არიან", - აცხადებს "სამედიცინო ცენტრი აფხაზეთის" გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, თბილისში ძუძუს კიბოს სკრინინგის კვირეული მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები