ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, თბილისში ძუძუს კიბოს სკრინინგის კვირეული მიმდინარეობს

ქართული ოცნება

ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში თბილისში ძუძუს კიბოს სკრინინგის კვირეული მიმდინარეობს. ქართული ოცნების თბილისის ქალთა ორგანიზაცია ეროვნული სკრინინგ ცენტრის თანამშრომლობით წევრი და მხარდამჭერი ქალებისთვის უფასო გამოკვლევებს ატარებს.

"ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, თბილისში ძუძუს კიბოს სკრინინგის კვირეული მიმდინარეობს
"ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, თბილისში ძუძუს კიბოს სკრინინგის კვირეული მიმდინარეობსრუსთავი 2

"ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, თბილისში ძუძუს კიბოს სკრინინგის კვირეული მიმდინარეობს. "ქართული ოცნების" თბილისის ქალთა ორგანიზაცია, ეროვნული სკრინინგ ცენტრის თანამშრომლობით, ორგანიზაციის წევრი და მხარდამჭერი ქალებისთვის უფასო სკრინინგს ატარებს.

აქციაში თბილისის სხვადასხვა რაიონიდან 400-მდე ქალი მონაწილეობს. ინიციატივა ჩუღურეთის რაიონიდან დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ოთხივე ფილიალს მოიცავს.

"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის თბილისის საბჭოს ხელმძღვანელი რიმა ბერაძე პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს რომ ძუძუს კიბო განაჩენი არ არის.

"ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს ძუძუს კიბოს სკრინინგი მთელი საქართველოს მასშტაბით, რა თქმა უნდა, ამ კვირეულს უერთდება თბილისის რაიონული ორგანიზაციები "ქართული ოცნების" პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, ყველა რაიონული ორგანიზაცია ჩართულია ამ კვირეულის ფარგლებში. ძუძუს კიბო განაჩენი არ არის და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ პრევენციული თვალსაზრისით ინფორმაციული ხასიათის ღონისძიებები ჩავატაროთ, რათა ჩვენს სიცოცხლეს ხელი შევუწყოთ", - აცხადებს რიმა ბერაძე.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი ქეთევან ჭავჭანიძე ქალებს, ძუძუს კიბოს პრევენციისთვის, სკრინინგის და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

"ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში გავაკეთეთ კამპანია და მოვიყვანეთ ქალბატონები, 60 მდე ქალბატონი, რომლებიც სკრინინგში მიიღებენ მონაწილეობას, გამოიკვლევენ თავიანთ ჯანმრთელობას, მე მოვუწოდებ ყველა ქალბატონს, რომ გაიკეთონ სკრინინგი, გაიკეთონ გამოკვლევები და დაიცვან თავიანთი ჯანმრთელობა", - აცხადებს ქეთევან ჭავჭანიძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს ძუძუს კიბოს სკრინინგი მთელი საქართველოს მასშტაბით, რა თქმა უნდა, ამ კვირეულს უერთდება თბილისის რაიონული ორგანიზაციები "ქართული ოცნების" პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, ყველა რაიონული ორგანიზაცია ჩართულია ამ კვირეულის ფარგლებში. ძუძუს კიბო განაჩენი არ არის და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ პრევენციული თვალსაზრისით ინფორმაციული ხასიათის ღონისძიებები ჩავატაროთ, რათა ჩვენს სიცოცხლეს ხელი შევუწყოთ“
„ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში გავაკეთეთ კამპანია და მოვიყვანეთ ქალბატონები, 60 მდე ქალბატონი, რომლებიც სკრინინგში მიიღებენ მონაწილეობას, გამოიკვლევენ თავიანთ ჯანმრთელობას, მე მოვუწოდებ ყველა ქალბატონს, რომ გაიკეთონ სკრინინგი, გაიკეთონ გამოკვლევები და დაიცვან თავიანთი ჯანმრთელობა“
„პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, ყველა რაიონული ორგანიზაცია ჩართულია ამ კვირეულის ფარგლებში. ძუძუს კიბო განაჩენი არ არის და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ პრევენციული თვალსაზრისით ინფორმაციული ხასიათის ღონისძიებები ჩავატაროთ, რათა ჩვენს სიცოცხლეს ხელი შევუწყოთ“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები