ირაკლი ქადაგიშვილი – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ ნავში ბიძინა ივანიშვილს არ ჩაუსვია, ერთ ნავამდე მიიყვანა მათმა უგუნურმა, გარედან ნაკარნახებმა პოლიტიკამ
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ერთ ნავამდე უგუნურმა პოლიტიკამ მიიყვანა და მათ მიზანს გადატრიალება წარმოადგენდა. ამით იგი თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მტკიცებითაც ოპოზიციური ძალები ერთ ნავში ბიძინა ივანიშვილმა ჩასვა.

კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ ნავში ბიძინა ივანიშვილს არ ჩაუსვია, ისინი ერთ ნავამდე მათმა უგუნურმა და გარედან ნაკარნახებმა პოლიტიკამ მიიყვანა, თორემ მათ ქართველმა ამომრჩეველმა ხმა მისცა და შეეძლოთ, პარლამენტში ყოფილიყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ღრმა კრიზისშია შესული.
„მგონი, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ეს კრიზისი განაპირობებს იმას, რომ ამ პარტიების ლიდერები ერთმანეთთან ასეთ მწვავე დაპირისპირებაში და ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან. ხანდახან ეს ბრალდებები უკიდურეს მწვავე ფორმასაც იღებს ხოლმე. ისინი ერთ ნავში ბიძინა ივანიშვილს არ ჩაუსვია, ისინი ერთ ნავამდე მათმა უგუნურმა და გარედან ნაკარნახებმა პოლიტიკამ მიიყვანა, თორემ მათ ქართველმა ამომრჩეველმა ხმა მისცა და შეეძლოთ, პარლამენტში ყოფილიყვნენ. მათ ერთიანი ბრძანება მიიღეს, რომ პარლამენტი დაეტოვებინათ, დრო არ ითმენდა, საჭირო იყო გადატრიალება და ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ისინი გარედან თუ შიგნიდან ამ უბედურებაში ჩასვეს. დღეს კი, პასუხისმგებლობის ტვირთი აწევთ და ეს საკონსტიტუციო სასამართლოშიც გამოჩნდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ „ოპოზიცია, დემოკრატიული პოლიტიკური ძალები ერთ ნავში ივანიშვილმა ჩასვა, ამის ფორსირება ივანიშვილს კი არ უნდა მოეხდინა, თავად ჩვენ, ოპოზიციას უნდა გაგვეკეთებინა“.
ციტატები სტატიიდან
„მგონი, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ეს კრიზისი განაპირობებს იმას, რომ ამ პარტიების ლიდერები ერთმანეთთან ასეთ მწვავე დაპირისპირებაში და ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან. ხანდახან ეს ბრალდებები უკიდურეს მწვავე ფორმასაც იღებს ხოლმე. ისინი ერთ ნავში ბიძინა ივანიშვილს არ ჩაუსვია, ისინი ერთ ნავამდე მათმა უგუნურმა და გარედან ნაკარნახებმა პოლიტიკამ მიიყვანა, თორემ მათ ქართველმა ამომრჩეველმა ხმა მისცა და შეეძლოთ, პარლამენტში ყოფილიყვნენ. მათ ერთიანი ბრძანება მიიღეს, რომ პარლამენტი დაეტოვებინათ, დრო არ ითმენდა, საჭირო იყო გადატრიალება და ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ისინი გარედან თუ შიგნიდან ამ უბედურებაში ჩასვეს. დღეს კი, პასუხისმგებლობის ტვირთი აწევთ და ეს საკონსტიტუციო სასამართლოშიც გამოჩნდა“
„ოპოზიცია, დემოკრატიული პოლიტიკური ძალები ერთ ნავში ივანიშვილმა ჩასვა, ამის ფორსირება ივანიშვილს კი არ უნდა მოეხდინა, თავად ჩვენ, ოპოზიციას უნდა გაგვეკეთებინა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…