ირაკლი ქადაგიშვილი – გინდ, შეიტანეთ და გინდ, გამოიტანეთ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არაფერი აღარ ეშველება
დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არაფერი ეშველება და ოპოზიციის ალიანსის მცდელობა, დისტანცირდეს მისგან, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას არ შეცვლის. იგი ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და უცხოური დავალებებით მოქმედებაში ადანაშაულებს.

გინდ, შეიტანეთ და გინდ, გამოიტანეთ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არაფერი აღარ ეშველება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ალიანსის მცდელობები, რომ რამენაირად „ნაცმოძრაობასთან“ დისტანცირება გააკეთონ, ქართველი ხალხის აღქმაში მათ მიმართ არც შინაარსს და არც დამოკიდებულებას არ ცვლის.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რა არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ალიანსის მცდელობები, რომ რამენაირად „ნაცმოძრაობასთან“ დისტანცირება გააკეთონ, გაათეთრონ ან გააშავონ, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის აღქმაში მათ მიმართ არც შინაარსს და არც დამოკიდებულებას არ ცვლის. დანარჩენი მათი შიდა თამაშები თუ დაპირისპირებები საერთო სურათს არ ცვლის. ალიანსი ერქმევათ თუ სხვა რამე, უშინაარსო ოპოზიცია არიან. ქართველმა ხალხმა მათ შინაარსი 2024 წლის არჩევნებზე განუსაზღვრა, მაგრამ მათ ეს თავად გარედან დავალებით უარყვეს. მეორე სათადარიგო შინაარსი ჰქონდათ, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინათ და ამიტომ უარყვეს პარლამენტში ქართველი ხალხის მანდატები. აქაც სრული ფიასკო განიცადეს. აქედან გამომდინარე, დღეს უშინაარსო არიან, მაგრამ ამ უშინაარსობას და მავნებლობას სახელმწიფოსა და კონსტიტუციის წინააღმდეგ სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. სწორედ ეს ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში. მათ ყველა ჯერზე უდიდესი სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს და დაუშვეს არა იმიტომ ქართველი ხალხის კარნახით იმოქმედეს, არამედ უცხოური დავალებების მიხედვით. ეს ის შედეგია, რომელიც მათ თავიანთივე საქმიანობით თავის თავს მოუტანეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციის ალიანსმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის.
ციტატები სტატიიდან
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რა არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ალიანსის მცდელობები, რომ რამენაირად „ნაცმოძრაობასთან“ დისტანცირება გააკეთონ, გაათეთრონ ან გააშავონ, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის აღქმაში მათ მიმართ არც შინაარსს და არც დამოკიდებულებას არ ცვლის. დანარჩენი მათი შიდა თამაშები თუ დაპირისპირებები საერთო სურათს არ ცვლის. ალიანსი ერქმევათ თუ სხვა რამე, უშინაარსო ოპოზიცია არიან. ქართველმა ხალხმა მათ შინაარსი 2024 წლის არჩევნებზე განუსაზღვრა, მაგრამ მათ ეს თავად გარედან დავალებით უარყვეს. მეორე სათადარიგო შინაარსი ჰქონდათ, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინათ და ამიტომ უარყვეს პარლამენტში ქართველი ხალხის მანდატები. აქაც სრული ფიასკო განიცადეს. აქედან გამომდინარე, დღეს უშინაარსო არიან, მაგრამ ამ უშინაარსობას და მავნებლობას სახელმწიფოსა და კონსტიტუციის წინააღმდეგ სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. სწორედ ეს ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში. მათ ყველა ჯერზე უდიდესი სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს და დაუშვეს არა იმიტომ ქართველი ხალხის კარნახით იმოქმედეს, არამედ უცხოური დავალებების მიხედვით. ეს ის შედეგია, რომელიც მათ თავიანთივე საქმიანობით თავის თავს მოუტანეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…