ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან სამუშია: კოლექტიური გასამართლება ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი არ იყო... სარჩელში სამართლის ნატამალს ვერ იპოვით!

საკონსტიტუციო სასამართლოლელოქართული ოცნება

ლევან სამუშიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციასა და დემოკრატიულ წესწყობილებას ეწინააღმდეგება. მისი მტკიცებით, სარჩელში სამართლის ნატამალი არ არის და კოლექტიური გასამართლება ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი არ არსებობდა.

ლევან სამუშია: კოლექტიური გასამართლება ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი არ იყო... სარჩელში სამართლის ნატამალს ვერ იპოვით!
ლევან სამუშია: კოლექტიური გასამართლება ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი არ იყო... სარჩელში სამართლის ნატამალს ვერ იპოვით!TV პირველი

"კოლექტიური გასამართლება ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი არ იყო" - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ლევან სამუშიამ. "ლელო-ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა სხდომაზე სიტყვის გამოსლისას განაცადა, რომ საკონსტიტუციო სარჩელში ზღვარიც კი არ არის, თუ სად იწყება ერთი პარტიის მიმართ ბრალდება და სად სრულდება მეორე პარტიის.

მისვე თქმით, „ლელოსთან“ დაკავშირებით რაიმე სახის სამართლებრივად მაკომპრომეტირებელსაც კი ვერ მოძებნიან "ოცნების" სარჩელში - "სულ რომ მსოფლიო იურისტები მოიყვანონ".

სამუშიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, კონსტიტუციის სულისკვეთებას და მიმართულია დემოკრატიული წესწყობილების წინააღმდეგ.

კოლექტიური მართლმსაჯულება და კოლექტიური გასამართლება ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი არ იყო და დღეს ეს ხალხი გვეუბნება, რომ კოლექტიური მართლმსაჯულება უნდა მოხდეს! - საკონსტიტუციო სარჩელში გამიჯვნა, ზღვარიც კი არ არის, თუ სად იწყება ერთი პარტიის მიმართ ბრალდება და სად სრულდება მეორე პარტიის მიმართ ბრალდება! ქმედებათა ინდივიდუალიზაცია სამართლის ანა-ბანაა, მაგრამ ამას ვერ გააკეთებდნენ, რადგან სულ რომ მსოფლიო იურისტები მოიყვანონ, „ლელოსთან“ დაკავშირებით რაიმე სახის სამართლებრივად მაკომპრომეტირებელს ვერ მოძებნის და წარმოადგენს.

“ლელოსთან“ დაკავშირებით არა თუ პარტიის ქმედებები და ქმედებათა ჯაჭვი, არამედ პარტიის წევრებისა და გადაწყვეტილებების მიმღები პირების ვერც ერთ განცხადებას ვერ მოიყვანთ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და საქართველოს კანონმდებლობასთან მოდის წინააღმდეგობაში.

მოდელირებისათვის - ვთქვათ, რომ რომელიღაც X პარტიის ერთი თუ ორი წევრი შეიშალა, შეუძლებელია, რომ მათი ქმედება პარტიას შეერაცხოს. ეს არის სამართლისა და კონსტიტუციის შეურაცხყოფა. მე აქ წარმოდგენილი პირების კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ამ ადამიანებმა არ იციან, მაგრამ ეშმაკი მოტივებშია დამალული და მთავარი მოტივებია!

სწორად შენიშნეთ: - მეტი სამართალი და ნაკლები პოლიტიკა, მაგრამ ეს კონსტიტუციური სარჩელი არ მაძლევს შესაძლებლობას, რომ იყოს მეტი სამართალი და ნაკლები პოლიტიკა! სარჩელში სამართლის ნატამალს ვერ იპოვით! ეს არ არის პოლიტიკურ განზრახულობათა - ქვეყნისთვის ცუდ განზრახულობათა კრებული, რომელსაც მორგებულია კონსტიტუციის 23-ე მუხლი, თუმცა სამართალთან და საკონსტიტუციო სარჩელთან კავშირი არ გააჩნია“, - განაცხადა ლევან სამუშიამ სასამართლო სხდომაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურილევან სამუშია - კოლექტიური გასამართლება ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი არ იყო და დღეს გვეუბნებიან, რომ კოლექტიური მართლმსაჯულება უნდა მოხდეს! - სარჩელში სამართლის ნატამალს ვერ იპოვით! ეს არ არის ქვეყნისთვის ცუდ განზრახულობათა კრებული
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კოლექტიური გასამართლება ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი არ იყო“
ლევან სამუშია
„სულ რომ მსოფლიო იურისტები მოიყვანონ“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი სიორიძე - ძალიან ნათლად გამოჩნდა, რამდენად არ არსებობს არგუმენტები „ქართული ოცნების“ მხარეს - სარჩელი არის პოლიტიკურად მოტივირებული და სამართლის ტექნიკის თვალსაზრისით ხელოვნურად შეკერილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები