პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან სამუშია - მხარე თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, თუ რაიმე სახის მტკიცებულება აქვს, იმის გამოკვლევა მოხდეს - „ქართული ოცნება“ პირიქით, წინააღმდეგია თავისი მტკიცებულებების გამოკვლევის

ქართული ოცნებალელოსაკონსტიტუციო სასამართლო

ლევან სამუშიას განცხადებით, ოპოზიციის წინააღმდეგ არანაირი მამტკიცებელი გარემოება არ არსებობს, „ქართული ოცნება“ კი პირიქით, საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევის წინააღმდეგია. მან საკონსტიტუციო სასამართლოში მტკიცებულებათა სრულფასოვანი გამოკვლევის მოთხოვნით შუამდგომლობა დააყენა.

ლევან სამუშია - მხარე თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, თუ რაიმე სახის მტკიცებულება აქვს, იმის გამოკვლევა მოხდეს - „ქართული ოცნება“ პირიქით, წინააღმდეგია თავისი მტკიცებულებების გამოკვლევის
ინტერპრესნიუსი

წარმოიდგინეთ, მხარე თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, თუ რაიმე სახის მტკიცებულება აქვს, იმის გამოკვლევა მოხდეს - „ქართული ოცნება“ პირიქით, წინააღმდეგია თავისი მტკიცებულებების გამოკვლევის, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წინააღმდეგ არანაირი მამტკიცებელი გარემოება არ არსებობს, რის გამოც თავად არიან დაინტერესებულნი წარმოდგენილი მასალების გამომზეურებით. სამუშიას განმარტებით, მტკიცებულებების სრულფასოვანი გამოკვლევა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონისა და რეგლამენტის იმპერატიული მოთხოვნაა.

„სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი არის ფუნდამენტური და ერთ-ერთი მთავარი ეტაპი. ამ შემთხვევაში სასამართლოს მოვთხოვეთ, რომ კანონის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე - კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ მტკიცებულებების გამოკვლევა სრულფასოვნად მოხდეს და მხარეებს მიეცეთ შესაძლებლობა, შემდგომ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე გააკეთონ თავისი შეფასება.

ჩვენს წინააღმდეგ ბუნებაში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ ის, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ მოტანილი, ამის ირგვლივ იყო საუბარი. წარმოიდგინეთ, მხარე თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, თუ რაიმე სახის მტკიცებულება აქვს, იმის გამოკვლევა მოხდეს, „ქართული ოცნება“ პირიქით - წინააღმდეგია თავისი მტკიცებულებების გამოკვლევის.

არანაირი მამტკიცებელი არ არსებობს, იმის გამომზეურება ჩვენს ინტერესშია და ამის ირგვლივ სასამართლოს ყურადღება მივიქციოთ. ამიტომ იყო ჩემი შუამდგომლობა, მტკიცებულებების გამოკვლევაზე შესაბამისი პოზიცია დაფიქსირებული. ეს არის კანონის იმპერატიული მოთხოვნა, როგორც ორგანული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მოთხოვნა“, - აცხადებს ლევან სამუშია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი არის ფუნდამენტური და ერთ-ერთი მთავარი ეტაპი. ამ შემთხვევაში სასამართლოს მოვთხოვეთ, რომ კანონის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე - კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ მტკიცებულებების გამოკვლევა სრულფასოვნად მოხდეს და მხარეებს მიეცეთ შესაძლებლობა, შემდგომ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე გააკეთონ თავისი შეფასება. ჩვენს წინააღმდეგ ბუნებაში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ ის, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ მოტანილი, ამის ირგვლივ იყო საუბარი. წარმოიდგინეთ, მხარე თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, თუ რაიმე სახის მტკიცებულება აქვს, იმის გამოკვლევა მოხდეს, „ქართული ოცნება“ პირიქით - წინააღმდეგია თავისი მტკიცებულებების გამოკვლევის. არანაირი მამტკიცებელი არ არსებობს, იმის გამომზეურება ჩვენს ინტერესშია და ამის ირგვლივ სასამართლოს ყურადღება მივიქციოთ. ამიტომ იყო ჩემი შუამდგომლობა, მტკიცებულებების გამოკვლევაზე შესაბამისი პოზიცია დაფიქსირებული. ეს არის კანონის იმპერატიული მოთხოვნა, როგორც ორგანული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მოთხოვნა“
ლევან სამუშია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ლელო-ძლიერი საქართველო" საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართული ოცნების" დეპუტატების სარჩელის განხილვის პროცესში მტკიცებულებების გამოკვლევას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები