პრემიერი: მარტა კოსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი ეძებდნენ შემოვლით გზებს კონკრეტული ორგანიზაციების დასაფინანსებლად, პირდაპირ აღნიშნა, რომ აპირებენ ქართული კანონის დარღვევას, ამ ფონზე, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ კვლავაც ფინანსდება ამა თუ იმ ფორმით უცხოური აგენტურის აქციები საქართველოში, სამწუხარო და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა ქართველი ხალხის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მარტა კოსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ქართული კანონის დარღვევას აპირებენ, რის ფონზეც ჩნდება ეჭვი, რომ საქართველოში უცხოური აგენტურის აქციები ფინანსდება. პრემიერმა ევროპული ბიუროკრატიის ქმედებას ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელი უწოდა.

მარტა კოსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი ეძებდნენ შემოვლით გზებს კონკრეტული ორგანიზაციების დასაფინანსებლად, პირდაპირ აღნიშნა, რომ აპირებენ ქართული კანონის დარღვევას, ამ ფონზე, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ კვლავაც ფინანსდება ამა თუ იმ ფორმით უცხოური აგენტურის აქციები საქართველოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის სამწუხარო და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს დამოკიდებულება შეიცვლება.
„სამწუხარო დამოკიდებულებაა, ეს არის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, რაც იმედია, შეიცვლება მომავალში“, - აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„სამწუხარო დამოკიდებულებაა, ეს არის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, რაც იმედია, შეიცვლება მომავალში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…