პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

III კვარტალში ტურისტების ხარჯები ერთ ვიზიტზე 2 194 ლარამდე შემცირდა | საქსტატი

საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, III კვარტალში უცხოელი ვიზიტორების გაწეული ხარჯები 8%-ით შემცირდა და 5.7 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 11%-ით, 2 194 ლარამდე დაეცა. ამავე პერიოდში საერთაშორისო მოგზაურთა შემოსვლები 3.6%-ით, 3.1 მილიონამდე გაიზარდა.

III კვარტალში ტურისტების ხარჯები ერთ ვიზიტზე 2 194 ლარამდე შემცირდა | საქსტატი
BM.GE

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის III კვარტალში უცხოელი ვიზიტორების გაწეული ხარჯები 5.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის III კვარტალთან შედარებით 11%-ით შემცირდა და 2 194 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, მიმდინარე წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.1 მილიონი შემოსვლა, რაც 3.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

აქედან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.6 მილიონი შეადგინა, რაც წლიურად 3.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 2.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 4.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.4 ღამე შეადგინა, რაც 2025 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.3 ღამე) 2.2%-ით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 77% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
9 თვეში საქართველოში ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით 4.4 მილიონამდე გაიზარდა | ტურიზმის სტატისტიკაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები