პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

9 თვეში საქართველოში ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით 4.4 მილიონამდე გაიზარდა | ტურიზმის სტატისტიკა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

იანვარ-სექტემბერში საქართველოში ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით გაიზარდა და 4.4 მილიონს გადააჭარბა, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს — 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

9 თვეში საქართველოში ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით 4.4 მილიონამდე გაიზარდა | ტურიზმის სტატისტიკა
BM.GE

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 6,112,078 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.04%-ით მეტია.

ტურისტულ ვიზიტებში წლიურად 2.3%-იანი ზრდაა. 9 თვეში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და საქართველოში 4,404,872 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა.

ამასთან, 2026 წლის III კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო მოგზაურებში. ივლის-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 3,061,905 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 3.6% შეადგინა. საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება მესამე კვარტალშიც - ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,131,908 შეადგინა, ზრდა 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 4.7%-ია.

რაც შეეხება შემოსავლებს, 9 თვეში შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4.4%-ით (158.3 მილიონით აშშ დოლარით) აღემატება.

იანვარ-სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში ყველაზე მეტი შემოსავალი ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ფიქსირდება და რეკორდულად მაღალ რაოდენობას აღწევს - 665.4 მილიონი აშშ დოლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 29.1%-ით აღემატება.

რეკორდულია შემოსავლების კუთხით მესამე კვარტალიც ივლისი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 11.9%-ით (198 მილიონი აშშ დოლარით) აღემატება.

მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან. ისრაელიდან შემოსავლები 46.7 მილიონი აშშ დოლარით (24.8%-ით) გაიზარდა და 234.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო აზერბაიჯანიდან 12.4 მილიონი აშშ დოლარით (18.6%-ით) გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან რეკორდულად მაღალი რაოდენობის შემოსავალი - 310.2 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, რაც +30.2%-ით, 72 მილიონი აშშ დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ აქტივობებს აგრძელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 7
  1. იმედინიუსისამთავრობო3.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან და 6 მილიონზე მეტი მოგზაურის ვიზიტი საქართველოში - 9 თვეში ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
  2. რუსთავი 2სამთავრობო3.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან და 6 მილიონზე მეტი მოგზაურის ვიზიტი საქართველოში - 9 თვეში ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
  3. იმედინიუსისამთავრობოევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტებისა და შემოსავლების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
  4. რუსთავი 2სამთავრობოევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოში, 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტებისა და შემოსავლების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
  5. POSTVსამთავრობოევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტებისა და შემოსავლების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
  6. იმედინიუსისამთავრობო3 მილიარდ 800 მილიონი დოლარი - ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იზრდება - ბოლო 9 თვის მონაცემები და საქართველოს ტურისტული პოტენციალი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  7. რუსთავი 2სამთავრობოსაერთაშორისო ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობა - მიმდინარე წლის ცხრა თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3.8 მილიარდ დოლარს მიაღწია
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საიდან განხორციელდა ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში? | TOP-15 ქვეყანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები