ირაკლი კობახიძე: „არაკონსტიტუციური ხუთიანი არის, სინამდვილეში, ერთი პოლიტიკური პარტია, და ამ პოლიტიკურ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა. ამას ჰქვია მეხუთე კოლონა. როდესაც ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს თავისთავად მეტყველებს იმ მხარეზე, რომელიც არის ამ გამოსარჩლების ავტორი“
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციური „არაკონსტიტუციური ხუთიანი“ უცხოური აგენტურა და მეხუთე კოლონაა, ხოლო მათ სასარგებლოდ საერთაშორისო გამოხმაურებები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევაა.

„არაკონსტიტუციური ხუთიანი არის, სინამდვილეში, ერთი პოლიტიკური პარტია, და ამ პოლიტიკურ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა. ამას ჰქვია მეხუთე კოლონა. როდესაც ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს მეტყველებს თავისთავად იმ მხარეზე, რომელიც არის ამ გამოსარჩლების ავტორი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ალდე“ ტერორისტული აქტის მხარდამჭერად გამოვიდა, როდესაც არ დაგმო ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილი შესაბამისი ქმედება. „ალდეს“ შეფასება რთული არ არის ქართველი საზოგადოებისთვის.
რაც შეეხება ზოგადად საერთაშორისო გამოხმაურებას, მე ყველას მოვუწოდებ ერთადერთ რამეს, რომ ნაცვლად ასეთი მშრალი პოლიტიკური განცხადებებისა, ჩახედონ სარჩელს. თუ რაიმე სამართლებრივად აქვთ სათქმელი, კეთილი ინებონ და ეს თქვან. ასევე შემდეგ, როცა გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორი შინაარსისაც არ უნდა იყოს ის, ჩახედონ გადაწყვეტილების ტექსტს და, თუ სამართლებრივი პრეტენზიები ექნებათ, ისაუბრონ სწორედ სამართლებრივ პრეტენზიებზე. ნუ გააკეთებენ უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს. ასეთი განცხადებები პირდაპირ არის უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაირაკლი კობახიძე: არაკონსტიტუციური ხუთიანი არის სინამდვილეში ერთი პოლიტიკური პარტია და ამ პოლიტიკურ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა, ამას ჰქვია მეხუთე კოლონა, როდესაც ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს თავისთავად მეტყველებს იმ მხარეზე, რომელიც არის ამ გამოსარჩლების ავტორი
ირაკლი კობახიძე საერთაშორისო გამოხმაურებებზე - ნაცვლად მშრალი პოლიტიკური განცხადებებისა, ჩახედონ სარჩელს და თუ რაიმე სამართლებრივად აქვთ სათქმელი კეთილი ინებონ და ის თქვან - ასეთი განცხადებები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევაა
ციტატები სტატიიდან
„არაკონსტიტუციური ხუთიანი არის, სინამდვილეში, ერთი პოლიტიკური პარტია, და ამ პოლიტიკურ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა. ამას ჰქვია მეხუთე კოლონა. როდესაც ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს მეტყველებს თავისთავად იმ მხარეზე, რომელიც არის ამ გამოსარჩლების ავტორი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…