პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო

ვენის ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი კარლოს ალკარასთან ორ სეტში, ანგარიშით 1:6, 7:6 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ალკარასმა ქართველი ჩოგბურთელის თამაში შეაქო და აღნიშნა, რომ მეორე სეტში ბასილაშვილმა მაღალი დონის ჩოგბურთი აჩვენა.

"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
სპორტალი

ვენის ტურნირის მერვედფინალში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-3 ნომერ კარლოს ალკარასთან ორ სეტში 1:6, 7:6 დამარცხდა.

ჩვენებურს პირველ სეტში კარგი თამაში არ გამოუვიდა, მეტოქეს თამაში მისდიოდა, მეორე სეტშიც ნიკოლოზი ბრეიკით აგებდა, თუმცა მატჩის ტაი-ბრეიკამდე მიყვანა შეძლო, სადაც 4 სეტ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მიცემულ კომენტარში ალკარასმა ბასილაშვილს კარგი გარჯა შეუქო და აღნიშნა, რომ მეორე სეტში მან ძალიან კარგი ჩოგბურთი აჩვენა.

"შემიძლია ვთქვა, რომ მთლიანობაში დასაწყისიდან ბოლო ქულამდე კარგად ვითამაშე. ჩემი დღევანდელი ასპარეზობით ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველ სეტში ბურთს წარმოუდგენლად კარგად ვურტყამდი და კორტზე თავს შესანიშნავად ვგრძნობდი.

მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მეტოქე საკუთარი სტილით თამაშს ვერ ახერხებდა. ისევე, როგორც პირველი, მეორე სეტიც კარგად დავიწყე, თუმცა, ანგარიშზე 3:2, ჩემი მოწოდებისას რამდენიმე შეცდომა დავუშვი, რამაც მეტოქეს თამაშის ხარისხის გაუმჯობესების საშუალება მისცა.

მეტოქეს თამაშში დაბრუნების შანსი მივეცი. ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ბრძოლა ძალიან დაძაბული იყო. მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა. რაც შეეხება ტაი-ბრეიკს, მას სამი ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა სეტის მოსაგებად, მე კი სამი ხელსაყრელი მომენტი მატჩის მოსაგებად.

საბოლოოდ, ეს შანსები ვერ გამოვიყენე, თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ მოვახერხე ბრძოლაში დაბრუნება", - აღნიშნა ალკარასმა ATP-ის ოფიციალურ გვერდთან საუბარში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. სპორტალინეიტრალურიბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები