ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირის მეორე წრეში კარლოს ალკარასთან ორ სეტში, ანგარიშით 1:6, 6:7 დამარცხდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე სეტში ოთხი მატჩპოინტი ვერ გამოიყენა.

ვენის 500-ქულიანი კატეგორიის ტურნირის ძირითადი ბადის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (95) კარლოს ალკარასთან (3) ორ სეტში 1:6, 6:7 დამარცხდა.
მიუხედავად პირველი ჩაგდებული სეტისა, ნიკოლოზმა შემდეგ თამაში გამოასწორა და თამაში ტაიბრეიკში გადაიყვანა, სადაც 4-მატჩ პოინტი ჰქონდა, თუმცა ვერც ერთის გამოყენება ვერ მოახერხა.
ნიკოლოზმა 4 ეისი შეასრულა და ორმაგი შეცდომა არ დაუშვია.
ბასილაშვილმა ტურნირზე ასპარეზობა ძირითადი ბადიდან დაიწყო და პირველ წრეში ავსტრიის სახელით მოასპარეზე იური როდიონოვი დაამარცხა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…