ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის 500-ქულიან ტურნირში ჩაერთვება, სადაც პირველ წრეში იური როდიონოვს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში კარლოს ალკარასს შეხვდება.

ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდესსპორტალი

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში ჩატარებული კარგი ტურნირისა და ფინალში გასვლის შემდეგ, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულში დაბრუნდა და ამჟამად 95-ე პოზიციას იკავებს.

ჩვენებურს რეიტინგში წინ წაწევის საშუალება ამ კვირაშიც ექნება, რადგან დღეს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე 500-ქულიან ჰარდის საფაროვან ტურნირში ჩაერთვება.

ძირითადი ბადის პირველ წრეში ქართველი ავსტრიის სახელით მოასპარეზე 27 წულის რუს ჩოგბურთელს, მსოფლიოს 137-ე ნომერ იური როდიონოვს დაუპირისპირდება და ნიკოლოზი მასთან ფავორიტად განიხილება. აღსანიშნავია, ბასილაშვილი როდიონოვს წელს უკვე შეხვდა და ბუქარესტის ტურნირის კვალიფიკაციის ფინალში მეტოქეს 3 სეტში სძლია, რითაც ურთიერთდაპირისპირებებში 1:0 ლიდერობს.

თუ ქართველი ავსტრიელის ბარიერს დაძლევს, მერვედფინალში უკვე ძალიან რთული გამოცდა ელის. მისი მეტოქე იქ მსოფლიოს ყოფილი პირველი და ამჟამად მე-3 ნომერი 23 წლის ესპანელი კარლოს ალკარასი იქნება, რომელმაც თავის მხრივ პირველ წრეში რუს კარენ ხაჩანოვს სძლია.

ვენაში პირველ ნომრად ალექსანდრ ზვერევია განთესილი, შემდეგ კი ზემოთ ნახსენები ალკარასი, დანიილ მედვედევი, ფლავიო კობოლი და ალექს დე მინორი მოდიან.

როგორც უკვე მოგახსენთ, ტურნირი 500-ქულიანი გახლავთ და მისი საპრიზო ფონდი 2,797,985 ევროა. ბასილაშვილის მატჩი ცენტრალურ კორტზე თბილისის დროით 20:30 საათზეა ჩანიშნული და გამარჯვების შემთხვევაში, ნიკოლოზი 21 820 ევროსთან ერთად, 50 სარეიტინგო ქულასაც გამოიმუშავებს.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები