არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის წარმომადგენელთა გამოსვლებზე: როდესაც ფაქტები მათ წინააღმდეგ მეტყველებს, ისინი ფაქტებთან დაკავშირებით საერთოდ არ საუბრობენ
არჩილ გორდულაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის წარმომადგენლები ფაქტებზე საერთოდ არ საუბრობენ, რადგან ისინი მათ წინააღმდეგ მეტყველებს. სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სხდომები გრძელდება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა გამოსვლებს აფასებს. მისი თქმით, როდესაც ფაქტები მათ წინააღმდეგ მეტყველებს, ისინი ფაქტებზე საერთოდ არ საუბრობენ.
„გუშინ ასეთი კურიოზული შემთხვევაც კი იყო, რომ „ლელოს“ წარმომადგენელმა ზუსტად იმავე საკითხზე, იმავე სიტყვებით, იმავე ტყუილებზე საუბარი როგორც კი სცადა, სასამართლოსგან ამასთან დაკავშირებით შენიშვნაც მიიღო, მაგრამ „არა უშავს, ეს საკითხი იმის მიუხედავად, რომ სხვებმა თქვეს, მეც უნდა გავიმეოროო.“
როდესაც ფაქტები მათ წინააღმდეგ მეტყველებს, ისინი ფაქტებთან დაკავშირებით საერთოდ არ საუბრობენ და მათ შორის, მოჰყავთ სტრასბურგის სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს სარჩელში პირდაპირ არის მითითებული და ჩვენს სარჩელს უფრო მეტად ამტკიცებს. სამწუხაროდ, ამ მდგომარეობამდე არიან მისულები”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ მედიასთან.
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ მორიგი, მერვე სხდომა იწყება. ოპოზიცია ისევ ახსნა-განმარტებებით გააგრძელებს მტკიცებას, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მათი ქმედებები არ არის არაკონსტიტუციური. მოსამართლეების წინაშე, საკუთარი პოზიციების დაცვას ჯერ „ლელო“ განაგრძობს შემდეგ კი ტრიბუნა გახარიას პარტიას დაეთმობა. სარჩელის ავტორი „ქართული ოცნება“, საკუთარ პოზიციას საპარლამენტო კომისიის დასკვნა-არგუმენტებთან ერთად, სხვა არაერთი მტკიცებულებებით ამართლებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„წარმომადგენელმა ზუსტად იმავე საკითხზე, იმავე სიტყვებით, იმავე ტყუილებზე საუბარი როგორც კი სცადა, სასამართლოსგან ამასთან დაკავშირებით შენიშვნაც მიიღო, მაგრამ „არა უშავს, ეს საკითხი იმის მიუხედავად, რომ სხვებმა თქვეს, მეც უნდა გავიმეოროო.“ როდესაც ფაქტები მათ წინააღმდეგ მეტყველებს, ისინი ფაქტებთან დაკავშირებით საერთოდ არ საუბრობენ და მათ შორის, მოჰყავთ სტრასბურგის სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს სარჩელში პირდაპირ არის მითითებული და ჩვენს სარჩელს უფრო მეტად ამტკიცებს. სამწუხაროდ, ამ მდგომარეობამდე არიან მისულები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…