პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: „ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის უფრო მიზანშეწონილია, ისეთი ოპონენტი გყავდეს, რომელზეც ყველამ ყველაფერი იცის და ჩვენი მხარდაჭერა გაცილებით დიდია, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან კი არ შემოგვაქვს სარჩელი, არამედ იმ ვალდებულებიდან, რომელსაც კონსტიტუცია გვავალდებულებს“

საკონსტიტუციო სასამართლო

არჩილ გორდულაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ სარჩელი არა პოლიტიკური მიზანშეწონილობით, არამედ კონსტიტუციის დაცვის ვალდებულებით შეიტანეს.

არჩილ გორდულაძე: „ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის უფრო მიზანშეწონილია, ისეთი ოპონენტი გყავდეს, რომელზეც ყველამ ყველაფერი იცის და ჩვენი მხარდაჭერა გაცილებით დიდია, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან კი არ შემოგვაქვს სარჩელი, არამედ იმ ვალდებულებიდან, რომელსაც კონსტიტუცია გვავალდებულებს“
POSTV

„სხდომა სამართლებრივად აფასებს თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს, რაც ჩვენი გადმოსახედიდან კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს და აქ, პოლიტიკის საკითხი, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად უნდა იყოს“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

„საზოგადოებისთვის ცნობილია

იმ პარტიების საქმიანობა, რომლებიც პოლიტიკურ ველზე ჩვენს ოპონენტებს წარმოადგენენ და ოპოზიციურ ფლანგზე არიან დაბანაკებულები. ცნობილია, თუ რა აქვთ გაკეთებული წარსულში, რას აკეთებენ აწმყოში და რა სამომავლო მიზნები აქვთ. ამიტომ, სუბიექტური პოლიტიკური მიზნიდან რომ გამოვდიოდეთ, ჩვენთვის მხოლოდ სასარგებლოა, ისეთი ოპონენტი გყავდეს, რომელზეც ყველამ ყველაფერი იცის და ჩვენ მიმართ მხარდაჭერა გაცილებით დიდია, რაც ბოლო ორ არჩევნებში – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში იყო – დაახლოებით ერთი და იგივე რაოდენობის ხმები, მილიონ 120 000-ზე მეტი, მხარდაჭერის სახით არის გამოხატული საზოგადოების მხრიდან.

ამიტომ, აქ ჩვენ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე კი არ შემოგვაქვს სარჩელი, არამედ იმ ვალდებულებიდან, რომელსაც კონსტიტუცია გვავალდებულებს და, ვართ რა კონსტიტუციის ერთგულნი, რომ იმ პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, რომელიც ჩვენ მიერ წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე, საჯაროდ ცნობილი ფაქტებიდან, სასამართლო გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, არის არაკონსტიტუციური, ჩვენი მიზანია, კონსტიტუცია განუხრელად იყოს დაცული; დაცული იყოს ამ ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის ფუძემდებლური საწყისები და, ზოგადად, კონსტიტუციური წყობილება, და ამ კონსტიტუციური წყობილებისთვის საფრთხის შექმნა არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: ჩვენი გუნდისთვის უფრო მიზანშეწონილია ისეთი ოპონენტი გყავდეს, რომელზეც ყველამ ყველაფერი იცის და ჩვენი მხარდაჭერა გაცილებით დიდია, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან კი არ შემოგვაქვს სარჩელი, არამედ კონსტიტუციური ვალდებულებიდან
  2. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის უფრო მიზანშეწონილია, ისეთი ოპონენტი გყავდეს, რომელზეც ყველამ ყველაფერი იცის და ჩვენი მხარდაჭერა გაცილებით დიდია, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან კი არ შემოგვაქვს სარჩელი, არამედ იმ ვალდებულებიდან, რომელსაც კონსტიტუცია გვავალდებულებს
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე - როდესაც კონკრეტული პარტიების დანაშაულებრივი ქმედებების მხილება ხდება, ეს მათში იწვევს აგრესიას - საზოგადოებას გაუმყარდებოდა მოლოდინი, რომ ერთადერთი და უალტერნატივო დასასრული ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილებააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები