არჩილ გორდულაძე: „ყველა კარგად ხედავს, რომ ამ ქვეყანაში არიან აგენტურული ოპოზიციის სახით წარმოდგენილი ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რისი დაშვების უფლებაც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას არ გვაქვს“
არჩილ გორდულაძის განცხადებით, წარდგენილი სარჩელი და მტკიცებულებები საკმარისზე მეტია პარტიების ასაკრძალად, ოპოზიციის მიზანი კი კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაა.

„მოლოდინი ჩვენი მხრიდან არის იგივე, რაც აქამდე იყო, რაც პრაქტიკამაც აჩვენა, რაც განმეორდა, მათ შორის, გუშინაც – ეს “ლელოს” მხრიდან თუ “გახარიელი ნაცების” მხრიდან ვიხილეთ. მაგალითად, ისინი ამბობდნენ, რომ არასდროს მოუთხოვიათ რუსეთისთვის სანქციების დაწესება და, ამავე დროს, პარლამენტში მათ რეზოლუცია დააინიცირეს, როდესაც პარლამენტის წევრები იყვნენ, წინა მოწვევაში, და თვითონ მათი წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას ინტერვიუც არსებობს, სადაც ის ამბობდა, რომ ითხოვს სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისათვის“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.
“ამავე დროს, ბერდია სიჭინავა რამდენიმე დღის განმავლობაში ამბობდა, როდესაც ვითომ შუამავლობას აყენებდა ან რაიმე სათქმელი ჰქონდა მოსამართლისათვის, რომ ის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში, პროკურატურაში მუშაობდა, მას ქალბატონი ნორა კვიციანის დაზარალებულად ცნობის შესაბამის დადგენილებაზეც აქვს ხელი მოწერილი და ძალიან კარგად იცის, რანი არიან “ნაცმოძრაობის” წევრები და შემდეგ, ამ “ნაცმოძრაობასთან” ერთად, მათ კავშირი ჰქონდათ შეკრული 2021-2025 წლებში. ახლაც იმავეს აგრძელებენ და ამ ყველაფერს ამართლებენ იმით, რომ, თითქოს, თვითმმართველობა გადაარჩინეს ოთხ მუნიციპალიტეტში. “ნაცმოძრაობასთან” ერთად კოალიციაში ყოფნას რომ თვითმმართველობის გადარჩენით გაამართლებ, ეს მხოლოდ და მხოლოდ “გახარიელ ნაცს” შეუძლია წარმოთქვას.
რაც შეეხება ჩვენს კითხვებს, ჩვენი სარჩელი და სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები საკმარისი კი არა, საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ პარტიები შესაბამისად აიკრძალონ. ამ პოზიციას არაერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს ნაწილში, როდესაც პროცესზე ვართ წარდგენილები. რაც შეეხება კითხვებს, ამას უკვე საზოგადოება იხილავს.
რა თქმა უნდა, ჩვენი კითხვების რაოდენობა არ იქნება იმდენი, იმიტომ, რომ ჩვენ ბევრი შეკითხვა ამ საკითხებთან დაკავშირებით არ გვაქვს. არც საზოგადოებას აქვს. ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ამ ქვეყანაში არიან აგენტურული ოპოზიციის სახით წარმოდგენილი ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რისი დაშვების უფლებაც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას არ გვაქვს“, – განაცხადა გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაარჩილ გორდულაძე: ამ ქვეყანაში არიან აგენტურული ოპოზიციის სახით წარმოდგენილი ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი იყო, არის და მომავალშიც იქნება კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რისი დაშვების უფლებაც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას არ გვაქვს
არჩილ გორდულაძე: ყველა კარგად ხედავს, რომ ამ ქვეყანაში არიან აგენტურული ოპოზიციის სახით წარმოდგენილი ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რისი დაშვების უფლებაც პასუხისმგებლობიან ხელისუფლებას არ გვაქვს
არჩილ გორდულაძე - ჩვენ ბევრი შეკითხვა არ გვაქვს, ყველა კარგად ხედავს, რომ ქვეყანაში არიან აგენტურული ოპოზიციის სახით ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი იყო, არის და იქნება კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…