ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხობში სახალხო დღესასწაული აღნიშნეს

ქალაქ ხობში სახალხო დღესასწაული „მე მიყვარს ხობი“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საპატიო მოქალაქეები, ღვაწლმოსილი პედაგოგები და მერის სტიპენდიანტი სტუდენტები დააჯილდოვეს.

ხობში სახალხო დღესასწაული აღნიშნეს
ხობში სახალხო დღესასწაული აღნიშნესრუსთავი 2

ქალაქ ხობში სახალხო დღესასწაული - "მე მიყვარს ხობი" გაიმართა.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე 2026 წლის ხობის საპატიო მოქალაქეების, ღვაწლმოსილი პედაგოგების და მერის სტიპენდიატების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, პროფესიულ სფეროში წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: მზისადარ გელანტიას, კორნელი კემულარიას, ირაიდა ფაციას, ვალერიან შიუკაშვილს და არველოდ ხასიას.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ განათლების სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილი პირები: ნაზი ლიპარტია, როზა ქირია, თეიმურაზ ნადარაია, ლამზირა პერტახია, ინეზა ესებუა და მადლენა ბენია. ასევე დაჯილდოვდნენ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები - ხობის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიატები.

ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სპორტული აქტივობები, ბავშვთა ნახატების გამოფენა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

საღამო გალა კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ანსამბლი "ალილო" და ჯგუფი "რეგიონი" მონაწილეობდნენ. საზეიმო ღონისძიება სადღესასწაულო ფეიერვერკით დასრულდა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ჩხოროწყუში ადგილობრივი სახალხო დღესასწაული აღნიშნესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები