ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: ტყუილია გვარამიას განცხადება, რომ აგვისტოს ომის პერიოდში თითქოს ქვეყნიდან არ გაქცეულან იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. კარგად გვახსოვს, ქვეყნიდან გამქცევი იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების რიგები იდგა საზღვართან

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლო

არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიას განცხადებას სიცრუეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში საზღვართან ქვეყნიდან გამქცევი იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების რიგები იდგა.

ტყუილია, რომ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იყო და ისინი სისხლისსამართლებრივი წესით არ უნდა დასჯილიყვნენ, -ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გორდულაძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, აღნიშნული განცხადება არის სრული სიცრუე. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

„ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლში პირდაპირ არის მითითებული, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“,- აღნიშნა გორდულაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ტყუილია ნიკა გვარამიას განცხადება იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში თითქოს ქვეყნიდან არ გაქცეულან იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

როგორც გორდულაძემ განმარტა, „სინამდვილეში, ყველას კარგად გვახსოვს, რომ იმ პერიოდში ქვეყნიდან გამქცევი იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების რიგები იდგა საქართველოს სახელმწიფო საზღვართან“, - განაცხადა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: ტყუილია გვარამიას განცხადება, რომ აგვისტოს ომის პერიოდში თითქოს ქვეყნიდან არ გაქცეულან იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. კარგად გვახსოვს, ქვეყნიდან გამქცევი იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების რიგები იდგა საზღვართან
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე – ყურადღებას გავამახვილებთ გვარამიას პარტიის ტყუილებზე – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები