ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიას 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ ნაწარმოები საქმე ეამაყება მაშინ, როცა ნაცმოძრაობის მიერ არაკვალიფიციური საქმისწარმოების გამო, საქართველომ უდიდესი ზიანი მიიღო

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

არჩილ გორდულაძის განცხადებით, 2008 წელს გაეროს სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ არაკვალიფიციურობის გამო საქართველოსთვის უდიდესი ზიანით დასრულდა, რადგან სარჩელი დაუშვებლად გამოცხადდა და დავის განახლების პერსპექტივა დაიკარგა.

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიას 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ ნაწარმოები საქმე ეამაყება მაშინ, როცა ნაცმოძრაობის მიერ არაკვალიფიციური საქმისწარმოების გამო, საქართველომ უდიდესი ზიანი მიიღო
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიას 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ ნაწარმოები საქმე ეამაყება მაშინ, როცა ნაცმოძრაობის მიერ არაკვალიფიციური საქმისწარმოების გამო, საქართველომ უდიდესი ზიანი მიიღოიმედინიუსი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული საქმე, რომლითაც გვარამია ამაყობს, სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობის არაკვალიფიციურობის გამო საქართველოსთვის უდიდესი ზიანით დასრულდა.

მისი თქმით, მტკიცებულებების ვერ დადასტურებისა და პროცედურების დარღვევის გამო, 2008 წლის 9 აგვისტომდე პერიოდზე საქმის განახლების პერსპექტივა დაკარგა, ხოლო 9-12 აგვისტოს პერიოდზე სარჩელი დაუშვებლად გამოცხადდა. ამასთან, ICJ-მ დროებითი ღონისძიება დისკრიმინაციისგან თავის შეკავებაზე რუსეთსაც და საქართველოსაც თანაბრად დააკისრა. სამაგიეროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სტრასბურგსა და ჰააგაში (ICC) სწორი სტრატეგიითა და მტკიცებულებებით მიაღწია რუსეთის პასუხისმგებლობას, ოკუპაციის დადასტურებასა და ქართველი სამხედროების უდანაშაულობის დამტკიცებას.

„რით ამაყობს ნიკა გვარამია? მას ეამაყება 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ ნაწარმოები საქმე:

სინამდვილეში: საქართველოს ნაცმოძრაობის მიერ არაკვალიფიციური საქმის წარმოების გამო,საქართველომმიიღო უდიდესი ზიანი:

* 2008 წლის 9 აგვისტომდე პერიოდზე საერთოდ საქმის განახლების ყველა პერსპექტივა დაიკარგა, რადგან მტკიცებულებებით ვერ დაადასტურეს რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის არსებობა;

* 2008 წლის 9-12 აგვისტოს პერიოდზე, ვერ დაიცვეს პროცედურები და სარჩელი დაუშვებლად გამოცხადდა.

* ამასთანავე, წინა ხელისუფლების არაკვალიფიციური ქმედებების გამო, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იყო აგრესორი, დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება ორივე მხარეს დაეკისრა თანაბრად, ისე თითქოს ორივე თანაბრად არღვევდა კონვენციის მოთხოვნებს. კერძოდ, 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ICJ-მ რუსეთსაც და საქართველოსაც მოსთხოვა დისკრიმინაციისგან თავის შეკავება. სამაგიეროდ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სწორი სტრატეგიით, მტკიცებულებების შეგროვებითა და სამართლებრივი პოზიციებით შეძლო:

რუსეთის პასუხისმგებლობის დაყენება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდზე და მის შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დადასტურება საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით;

საქართველოს სამხედროების ღირსების დაცვა - ICC-ის გამოძიება ისე დასრულდა, რომ ქართველი სამხედროების უდანაშაულობა დამტკიცდა“, - განაცხადა გორდულაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რით ამაყობს ნიკა გვარამია? მას ეამაყება 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ ნაწარმოები საქმე: სინამდვილეში: საქართველოს ნაცმოძრაობის მიერ არაკვალიფიციური საქმის წარმოების გამო,საქართველომმიიღო უდიდესი ზიანი: * 2008 წლის 9 აგვისტომდე პერიოდზე საერთოდ საქმის განახლების ყველა პერსპექტივა დაიკარგა, რადგან მტკიცებულებებით ვერ დაადასტურეს რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის არსებობა; * 2008 წლის 9-12 აგვისტოს პერიოდზე, ვერ დაიცვეს პროცედურები და სარჩელი დაუშვებლად გამოცხადდა. * ამასთანავე, წინა ხელისუფლების არაკვალიფიციური ქმედებების გამო, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იყო აგრესორი, დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება ორივე მხარეს დაეკისრა თანაბრად, ისე თითქოს ორივე თანაბრად არღვევდა კონვენციის მოთხოვნებს. კერძოდ, 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ICJ-მ რუსეთსაც და საქართველოსაც მოსთხოვა დისკრიმინაციისგან თავის შეკავება. სამაგიეროდ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სწორი სტრატეგიით, მტკიცებულებების შეგროვებითა და სამართლებრივი პოზიციებით შეძლო: რუსეთის პასუხისმგებლობის დაყენება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდზე და მის შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში; რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დადასტურება საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით; საქართველოს სამხედროების ღირსების დაცვა - ICC-ის გამოძიება ისე დასრულდა, რომ ქართველი სამხედროების უდანაშაულობა დამტკიცდა“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: ტყუილია გვარამიას განცხადება, რომ აგვისტოს ომის პერიოდში თითქოს ქვეყნიდან არ გაქცეულან იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. კარგად გვახსოვს, ქვეყნიდან გამქცევი იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების რიგები იდგა საზღვართანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები