არჩილ გორდულაძე: „ტყუილია, თითქოს პარტიის აკრძალვისას მის წარსულს მნიშვნელობა არ აქვს – გვარამიას პარტიის განცხადებით, მოპასუხეები ახლაც არ ემიჯნებიან იმ ქმედებებს“
არჩილ გორდულაძის განცხადებით, სიცრუეა, თითქოს პარტიის აკრძალვისას მის წარსულს მნიშვნელობა არ აქვს; მისი თქმით, გვარამიას პარტია ახლაც არ ემიჯნება ნაბიჯებს, რასაც საქართველოს ომში ჩართვა შეეძლო.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის არგუმენტებს პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს პარტიის შეფასებისას მის წარსულ ქმედებებს მნიშვნელობა არ აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, პარტიისგან მომდინარე საფრთხის შეფასების მთავარი კრიტერიუმი სწორედ მისი წარსულია, ხოლო გვარამიას პარტიის პოზიცია სანქციებსა და უკრაინაში ქართველების გაგზავნაზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი დღესაც არ ემიჯნებიან ნაბიჯებს, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვა და ეკონომიკის ჩამოშლა შეეძლო გამოეწვია.
„ტყუილია, რომ კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის აუცილებელია, რომ პარტია შექმნის შემდეგ არ არღვევდეს კონსტიტუციას და მის წარსულს მნიშვნელობა არ აქვს.
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებს შეიძლება აწყობდეთ თავიანთი წარსულის მიჩქმალვა, მაგრამ მათი თითოეული არაკონსტიტუციური ქმედება კარგად დოკუმენტირებული და დაფიქსირებულია, რაც დეტალურად არის კიდეც სარჩელში ასახული; ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური პარტიისგან მომდინარე საფრთხის რეალურობის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სწორედ მისი წარსულია. თუ პოლიტიკურ პარტიას წარსულში უკვე აქვს დარღვეული საქართველოს კონსტიტუცია და ახლაც არ ემიჯნება ამ დარღვევებს, მისი მხრიდან იმავეს ჩადენის უფრო მომეტებული საფრთხე არსებობს. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის წარსული ამ შემთხვევაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
გვარამიას პარტია აცხადებს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის მიერთება და უკრაინის ომში ქართველების გაგზავნის მხარდაჭერა არ
არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება და ეს არ შეიძლება პარტიის აკრძალვის საფუძველი იყოს.
ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ მოპასუხეები ახლაც არ ემიჯნებიან იმ ქმედებებს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა და საქართველოს ომში ჩართვა შეეძლო გამოეწვია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაარჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე - ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს
არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს პარტიის აკრძალვისას მის წარსულს მნიშვნელობა არ აქვს – გვარამიას პარტიის განცხადებით, მოპასუხეები ახლაც არ ემიჯნებიან იმ ქმედებებს
არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს პარტიის აკრძალვისას მის წარსულს მნიშვნელობა არ აქვს – გვარამიას პარტიის განცხადებით, მოპასუხეები ახლაც არ ემიჯნებიან იმ ქმედებებს
არჩილ გორდულაძე - სარჩელში მითითებული პარტიები 6-ჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამას ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან - ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ
არჩილ გორდულაძე – ყურადღებას გავამახვილებთ გვარამიას პარტიის ტყუილებზე – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს
ციტატები სტატიიდან
„ტყუილია, რომ კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის აუცილებელია, რომ პარტია შექმნის შემდეგ არ არღვევდეს კონსტიტუციას და მის წარსულს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებს შეიძლება აწყობდეთ თავიანთი წარსულის მიჩქმალვა, მაგრამ მათი თითოეული არაკონსტიტუციური ქმედება კარგად დოკუმენტირებული და დაფიქსირებულია, რაც დეტალურად არის კიდეც სარჩელში ასახული; ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური პარტიისგან მომდინარე საფრთხის რეალურობის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სწორედ მისი წარსულია. თუ პოლიტიკურ პარტიას წარსულში უკვე აქვს დარღვეული საქართველოს კონსტიტუცია და ახლაც არ ემიჯნება ამ დარღვევებს, მისი მხრიდან იმავეს ჩადენის უფრო მომეტებული საფრთხე არსებობს. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის წარსული ამ შემთხვევაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. გვარამიას პარტია აცხადებს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის მიერთება და უკრაინის ომში ქართველების გაგზავნის მხარდაჭერა არ არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება და ეს არ შეიძლება პარტიის აკრძალვის საფუძველი იყოს. ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ მოპასუხეები ახლაც არ ემიჯნებიან იმ ქმედებებს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა და საქართველოს ომში ჩართვა შეეძლო გამოეწვია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…