მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსკოვის მექანიზმთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, მორიგ აღიარებად მიიჩნევს
მმართველი პარტია ნიკა გვარამიას მიზანმიმართულ სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს მას შემდეგ, რაც მან საკონსტიტუციო სასამართლოში მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტზე დაყრდნობით ხელისუფლების მიტაცებაზე ისაუბრა.
სახელისუფლებო გუნდი ნიკა გვარამიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსკოვის მექანიზმთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, მორიგ აღიარებად მიიჩნევს. "კოალიცია ცვლილებების" ლიდერმა სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასაბუთების დროს თქვა, რომ ეუთოს ფარგლებში მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც მხოლოდ ექსპერტების მოსაზრებას ეყრდნობა ხელისუფლების მიტაცებაზეა საუბარი. მმართველ პარტიაში გვარამიას მიზანმიმართულ სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ეს ფაქტი ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ გარე ლობისტებზე დამოკიდებულებასაც ადასტურებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში ნიკა გვარამიამ, პოლონელი ექსპერტის ხელმძღვანელობით მიღებული დოკუმენტის, უაპელაციო ჭეშმარიტებაზე ისაუბრა. თუმცა, არ უხსენებია ის ფაქტი, რომ თავად ტექსტის ავტორმა მიმდინარე წლის მარტში განმარტა, რომ დოკუმენტი დაჩქარებულად, ძირითადად, ქართულ ოპოზიციასა და ენჯეოებზე დაყრდნობით მომზადდა.
მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტსა თუ ევროპარლამენტში მომზადებულ რეზოლუციებს იზიარებენ და აუცილებლად გასათვალისწინებლად მიიჩნევენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. თუმცა მაინც ამტკიცებენ, რომ მათ დირექტივა უცხოელი ბიუროკრატებისგან არასდროს მიუღიათ.
საკონსტიტუციო სარჩელის ადრესატ ოპოზიციურ პარტიებს გარე ლობისტების პოზიციის გამხმოვანებლებად მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ამბობენ, რომ მოსკოვის მექანიზმით შექმნილი დოკუმენტი სრულად მათ მიერ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიცემულ ცრუ ჩვენებებს ეყრდნობა. რაც დოკუმენტის სუბიექტურობასთან ერთად ხელისუფლების ოპონენტებისა და ენჯეოების კიდევ ერთი ლუსტრაციაცაა.
ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დოკუმენტი მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა. ეუთოს შემადგენლობაში მონაწილე 57 სახელმწიფოდან ტექსტს 32 ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები არ შეუერთდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…