ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავინახე გარკვეულწილად მუქარა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, ფაქტობრივად ემუქრებიან სასამართლოს - გიორგი კახიანი ნიკა გვარამიას განცხადებაზე

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიკოალიცია ცვლილებისთვისლელოქართული ოცნება

გიორგი კახიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვისას ნიკა გვარამიას გამოსვლა მოსამართლეების მიმართ მუქარა და ზეწოლა იყო. მმართველი გუნდის თქმით, გვარამიამ პროცესი ხელისუფლების კრიტიკისა და სანქციებით მუქარისთვის გამოიყენა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა კოალიცია "ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია განცხადებაზე, რომელიც გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის დროს გააკეთა. ნიკა გვარამია მოსამართლეების მისამართით სანქციებით დაიმუქრა და ამტკიცებდა, რომ პარტიების გაუქმება კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას გამოიწვევს.

გიორგი კახიანის შეფასებით, გვარამიას განცხადება იყო ზეწოლა და მუქარა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ.

"დავინახე გარკვეულწილად მუქარა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, ანუ, ფაქტობრივად ემუქრებიან სასამართლოს, რომ თუ მათი არაკონსტიტუციურობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, ამას მოჰყვება რაღაც კონკრეტული შედეგები. ანუ, ჩემი აზრით, ეს იყო ზეწოლა და მუქარა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ.

რაც შეეხება იმას, რომ თითქოს იზღუდებიან სასამართლო პროცესზე, საზოგადოება ხომ ხედავს, რომ ამ კვირის განმავლობაში, ფაქტობრივად, ვისმენთ დილიდან საღამომდე მათ ახსნა-განმარტებებს. ფაქტია, რომ პოლიტიკური შეფასებები ჭარბობდა, იყო მცდელობა რაღაც გარკვეული სამართლებრივი კუთხითაც ემსჯელათ სარჩელზე, მაგრამ სამართლებრივ ნაწილში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სრულიად უსაფუძვლო და სრულიად გაუმართლებელი არასწორი ინტერპრეტაციები მოვისმინეთ სამართლებრივი ნორმების და ძირითადად საზოგადოებამაც მოისმინა, რომ პოლიტიკური შეფასებები ჭარბობდა. არ ვიცი, ყველაფერი ბოლონიის პროცესით დაწყებული უამრავ თემაზე ისაუბრა, რაც გავაპროტესტეთ კიდევ ჩვენ პროცესის მიმდინარეობის დროს," - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე 4 საათია სხდომა გრძელდება. მოსამართლეთა პლენუმი ამ წუთებში "ლელოს" წარმომადგენელს, ბადრი ჯაფარიძეს უსმენს.

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა ახსნა-განმარტების ეტაპზეა. დღის პირველ ნახევარში, საკუთარი პოზიციით კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთი-ერთი ლიდერი წარდგა.

ისმოდა პოლიტიკური განცხადებები. ნიკა გვარამიას მოსაზრებებსა და ბრალდებებს უარგუმენტოდ მიიჩნევს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გვარამიას არაფერი უთქვამს სარჩელში მისი პარტიის მისამართით არსებულ ბრალდებებზე და დრო მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენა. ისმოდა სანქციებით მუქარა მოსამართლეების მიმართაც.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
იმ სისტემით, რომელსაც გვთავაზობს მოსარჩელე, ასაკრძალი პარტია თავად „ოცნებაა“ – გვარამიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები