საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას მოპასუხე მხარემ დღეს მთავარ სამართლებრივ საყრდენად საერთაშორისო მხარდაჭერის არმქონე დოკუმენტი წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას მოპასუხე მხარემ საყრდენად პოლონელი ექსპერტის დასკვნა წარმოადგინა, რომელსაც, მმართველი გუნდის თქმით, ეუთოს 34 წევრი სახელმწიფო არ იზიარებს და მხოლოდ ოპოზიციის პოზიციას ასახავს.
საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას მოპასუხე მხარემ დღეს მთავარ სამართლებრივ საყრდენად საერთაშორისო მხარდაჭერის არმქონე დოკუმენტი წარმოადგინა.
ხელისუფლების სარჩელის საწინააღმდეგოდ ნიკა გვარამია პოლონელი ექსპერტის იმ დასკვნით აპელირებს, რომელსაც ეუთოს 57 წევრი სახელმწიფოდან 34, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის წამყვანი ქვეყნები არ იზიარებენ.
საქმე ეხება მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში, საქართველოში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ შედგენილ ტექსტს, სადაც გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონმდებლობის გაუქმებაა მოთხოვნილი.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დოკუმენტი სრულად უგულებელყოფს ქვეყნის საერთაშორისო შეფასებებს და მხოლოდ ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სუბიექტურ პოზიციებს ასახავს.
მეგი ნარსავიძის სიუჟეტი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…