რაც მეტს ილაპარაკებს გვარამია და დანარჩენები, მით მეტ საფუძველს დადებენ, რატომ არ იმსახურებენ ერქვათ პოლიტიკოსები ან პოლიტიკური პარტიები - რატი იონათამიშვილი
რატი იონათამიშვილის მტკიცებით, ნიკა გვარამიას გამოსვლა საკონსტიტუციო სასამართლოში არის „აღიარებითი ჩვენება“, რომ ოპოზიცია სინამდვილეში აგენტურული ჯგუფია, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაციასა და ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში ნიკა გვარამიას განცხადებას შეფასებები მოჰყვა "ქართულ ოცნებაში". მმართველი გუნდი "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარის განცხადებებს კიდევ ერთ ლუსტრაციად აფასებს, რომ გარე ძალები, საქართველოში მოქმედი ენჯეოები და ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ საერთო გეგმით მოქმედებენ.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გვარამიამ სხდომაზე ღიად დაადასტურა ის, რაზეც ხელისუფლება დიდი ხანია საუბრობს - დასავლური ორგანიზაციების ანგარიშები რეალურად ადგილობრივი ოპოზიციის და მათთან დაკავშირებული "ენჯეოების" კარნახით იწერება.
"რაც მეტს ილაპარაკებს გვარამია და დანარჩენები, მით მეტ საფუძველს დადებენ, რატომ არ იმსახურებენ ისინი, რომ ერქვათ პოლიტიკოსები ან პოლიტიკური პარტიები. პირდაპირი აღიარებითი ჩვენებაა ესეც, რომ ისინი სინამდვილეში არიან აგენტურული ჯგუფები, ვინაიდან, ეს ექსპერტები ჩვენ ხომ ზუსტად ვიცით, ვინ არიან სინამდვილეში, ისინი არანაირ ექსპერტულ ცოდნას არ ფლობენ, მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აგენტურული საქმიანობის. ასე ყალბდება ფაქტები მათი მხრიდან, აი ასე ცდილობენ დეზინფორმაციის წარმოებას და ჰიბრიდული ომის გაჩაღებას საქართველოს წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ, გაეცემათ მათ საკადრისი პასუხი", - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასაბუთება ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნაში მოყვანილი ფაქტებით სცადა, რომელიც ადგილობრივი ენჯეოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ჩვენებებს ეფუძნება.
ციტატები სტატიიდან
„რაც მეტს ილაპარაკებს გვარამია და დანარჩენები, მით მეტ საფუძველს დადებენ, რატომ არ იმსახურებენ ისინი, რომ ერქვათ პოლიტიკოსები ან პოლიტიკური პარტიები. პირდაპირი აღიარებითი ჩვენებაა ესეც, რომ ისინი სინამდვილეში არიან აგენტურული ჯგუფები, ვინაიდან, ეს ექსპერტები ჩვენ ხომ ზუსტად ვიცით, ვინ არიან სინამდვილეში, ისინი არანაირ ექსპერტულ ცოდნას არ ფლობენ, მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აგენტურული საქმიანობის. ასე ყალბდება ფაქტები მათი მხრიდან, აი ასე ცდილობენ დეზინფორმაციის წარმოებას და ჰიბრიდული ომის გაჩაღებას საქართველოს წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ, გაეცემათ მათ საკადრისი პასუხი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…