ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმატის ტურნირის ფინალში ითამაშებს
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმატის საჩოგბურთო ტურნირის ნახევარფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე რუსი დანილ მედვედევი იქნება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმატის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში, 6-4, 6-7, 6-3 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და ბასილაშვილმა 7 ეისი მოაწოდა. მან ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა და რვიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
ფინალში, რომელიც დღეს თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, ბასილაშვილის მეტოქე რუსი დანილ მედვედევი იქნება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…