ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ართქმელაძე - „ძლიერი საქართველო - ლელოს“ არათუ არასდროს დაურღვევია კონსტიტუცია, არც ასეთი მოწოდება გაუკეთებია - პატივცემულო პლენუმის წევრებო, მოგიწოდებთ არ დააკმაყოფილოთ სარჩელი და არ გამოაცხადოთ არაკონსტიტუციურად პარტია

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლო

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა თორნიკე ართქმელაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდა, არ დააკმაყოფილოს სარჩელი და პარტია არაკონსტიტუციურად არ გამოაცხადოს. მისი თქმით, პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ქვეყანას რამდენიმე ათეული წლით უკან დახევს.

თორნიკე ართქმელაძე - „ძლიერი საქართველო - ლელოს“ არათუ არასდროს დაურღვევია კონსტიტუცია, არც ასეთი მოწოდება გაუკეთებია - პატივცემულო პლენუმის წევრებო, მოგიწოდებთ არ დააკმაყოფილოთ სარჩელი და არ გამოაცხადოთ არაკონსტიტუციურად პარტია
თორნიკე ართქმელაძე - „ძლიერი საქართველო - ლელოს“ არათუ არასდროს დაურღვევია კონსტიტუცია, არც ასეთი მოწოდება გაუკეთებია - პატივცემულო პლენუმის წევრებო, მოგიწოდებთ არ დააკმაყოფილოთ სარჩელი და არ გამოაცხადოთ არაკონსტიტუციურად პარტიაინტერპრესნიუსი

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ არათუ არასდროს დაურღვევია საქართველოს კონსტიტუცია, არც ასეთი მოწოდება გაუკეთებია - პატივცემულო პლენუმის წევრებო, მოგიწოდებთ არ დააკმაყოფილოთ სარჩელი და არ გამოაცხადოთ არაკონსტიტუციურად პარტია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა, თორნიკე ართქმელაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, „იმ შემთხვევაში თუ პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ამ ქვეყანას რამდენიმე ათეული წლით უკან დახევს“.

„დღეს ნამდვილად მსურს ყოველგვარი ფორმალობების გარეშე მოგიწოდოთ, რომ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილოთ! არ დააკმაყოფილოთ ორი მიზეზიდან გამომდინარე: 1. პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც წარმოვადგენ, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ, რომლის პოლიტსაბჭოს წევრიც ვარ და მის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში ვმონაწილეობ, არათუ არასდროს არ დაურღვევია საქართველოს კონსტიტუცია, არც ასეთი მოწოდება გაუკეთებია. მეტსაც გეტყვით, ამ პოლიტიკურ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც ყველა მეთოდით დაიცავენ საქართველოს კონსტიტუციას, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით. რაც შეეხება მეორე საფუძველს, მჯერა ამ ქვეყნის მომავალი ყველას ერთნაირად გვაღელვებს, გვადარდებს და ამ ქვეყნის პატრიოტები ვართ. ამიტომ ჩემი მიზანია დაგარწმუნოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ამ ქვეყანას რამდენიმე ათეული წლით უკან დახევს, ამის ღრმად მწამს. ამ ორი საფუძვლიდან გამომდინარე, პატივცემულო პლენუმის წევრებო, მოგიწოდებთ არ დააკმაყოფილოთ სარჩელი და არ გამოაცხადოთ არაკონსტიტუციურად „ძლიერი საქართველო - ლელო“, - განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იმ შემთხვევაში თუ პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ამ ქვეყანას რამდენიმე ათეული წლით უკან დახევს“
„დღეს ნამდვილად მსურს ყოველგვარი ფორმალობების გარეშე მოგიწოდოთ, რომ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილოთ! არ დააკმაყოფილოთ ორი მიზეზიდან გამომდინარე: 1. პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც წარმოვადგენ, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ, რომლის პოლიტსაბჭოს წევრიც ვარ და მის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში ვმონაწილეობ, არათუ არასდროს არ დაურღვევია საქართველოს კონსტიტუცია, არც ასეთი მოწოდება გაუკეთებია. მეტსაც გეტყვით, ამ პოლიტიკურ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც ყველა მეთოდით დაიცავენ საქართველოს კონსტიტუციას, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით. რაც შეეხება მეორე საფუძველს, მჯერა ამ ქვეყნის მომავალი ყველას ერთნაირად გვაღელვებს, გვადარდებს და ამ ქვეყნის პატრიოტები ვართ. ამიტომ ჩემი მიზანია დაგარწმუნოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ამ ქვეყანას რამდენიმე ათეული წლით უკან დახევს, ამის ღრმად მწამს. ამ ორი საფუძვლიდან გამომდინარე, პატივცემულო პლენუმის წევრებო, მოგიწოდებთ არ დააკმაყოფილოთ სარჩელი და არ გამოაცხადოთ არაკონსტიტუციურად „ძლიერი საქართველო - ლელო“
თორნიკე ართქმელაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ლელო" ელისაშვილს გაემიჯნა: "ალექსანდრე ელისაშვილი არასდროს ყოფილა "ძლიერი საქართველო - ლელოს" წევრი, მოსარჩელე მხარე ცდილობს, სხვა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ქმედება გაავრცელოს ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე და აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად ამას ამბობს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები