ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ლელო" ელისაშვილს გაემიჯნა: "ალექსანდრე ელისაშვილი არასდროს ყოფილა "ძლიერი საქართველო - ლელოს" წევრი, მოსარჩელე მხარე ცდილობს, სხვა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ქმედება გაავრცელოს ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე და აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად ამას ამბობს“

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლო

„ლელოს“ წარმომადგენელ თორნიკე ართქმელაძის განცხადებით, ალექსანდრე ელისაშვილი მათი პარტიის წევრი არასდროს ყოფილა, მოსარჩელე მხარე კი სხვა პარტიის თავმჯდომარის ქმედების „ლელოზე“ გავრცელებასა და მის აკრძალვის საფუძვლად გამოყენებას ცდილობს.

"ლელო" ელისაშვილს გაემიჯნა: "ალექსანდრე ელისაშვილი არასდროს ყოფილა "ძლიერი საქართველო - ლელოს" წევრი, მოსარჩელე მხარე ცდილობს, სხვა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ქმედება გაავრცელოს ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე და აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად ამას ამბობს“
"ლელო" ელისაშვილს გაემიჯნა: "ალექსანდრე ელისაშვილი არასდროს ყოფილა "ძლიერი საქართველო - ლელოს" წევრი, მოსარჩელე მხარე ცდილობს, სხვა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ქმედება გაავრცელოს ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე და აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად ამას ამბობს“რუსთავი 2

ალექსანდრე ელისაშვილი არასდროს ყოფილა ჩვენი პოლიტიკური პარტიის "ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრი, - ამის შესახებ "ლელოს“ წარმომადგენელმა, თორნიკე ართქმელაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

ართქმელაძის განმარტებით, ელისაშვილს რაიმე სახის ორგანიზაციული კავშირი "ძლიერი საქართველო - ლელოსთან" არ გააჩნია და ის სხვა პოლიტიკური პარტიის - "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" თავმჯდომარეა. შესაბამისად, მისივე თქმით, მოსარჩელე მხარე ცდილობს, სხვა პარტიის თავმჯდომარის ქმედება "ლელოს" აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად გამოიყენოს.

"იმ პოლიტიკური პარტიის, რომლის აკრძალვის საკითხიც განიხილება, ელისაშვილი არასდროს ყოფილა. ეს არაერთხელ განაცხადა სხვათა შორის თავადაც და ბოლოს რამდენიმე დღის წინ გააკეთა ეს განცხადება. მეტსაც გეტყვით, არსებობს პოლიტიკური პარტია ,,ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები", არსებობს 2025 წლის 1 სექტემბრის ამონაწერი, რომლის თავმჯდომარეც არის ალექსანდრე ელისაშვილი. მოსარჩელე მხარე ცდილობს, სხვა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ქმედება გაავრცელოს ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე და აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად ამას ამბობს.

არანაირი ორგანიზაციული კავშირი ალექსანდრე ელისაშვილს „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ არ აქვს. 2024 წელს რადგან ბლოკები აკრძალული იყო, ეს მაშინ იყო საარჩევნო თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, ქართული კანონმდებლობით აკრძალულია, ერთი ადამიანი იყოს ერთდროულად ორი პარტიის წევრი," - აღნიშნა თორნიკე ართქმელაძემ.

ცნობისთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ალექსანდრე ელისაშვილი „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ სიის მე-20 ნომერი იყო.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,, არასოდეს არ ვყოფილვარ „ლელოს“ წევრი და არც ვარ” – ელისაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები