პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პლენუმმა არ დააკმაყოფილა ლელოს შუამდგომლობა სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე

საკონსტიტუციო სასამართლოლელო

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ შუამდგომლობა, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნას ითვალისწინებდა.

პლენუმმა არ დააკმაყოფილა ლელოს შუამდგომლობა სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე
ფორმულა

საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას ძლიერი საქართველო - ლელომ შუამდგომლობა დააყენა, რომელიც ამ სარჩელის, საკონსულტაციო დასკვნის მიზნით, სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნას შეეხებოდა.

პლენუმმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ გაახმოვანა.

პლენუმმა იმსჯელა და დაადგინა, რომ ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს. ეს შუამდგომლობა მოტივირებულია იმით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ ენდობიან [...] ის, რომ მხარე აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ ვენდობიო, მით უმეტეს პროცედურულ ნაწილში, საერთოდ დაუსაბუთებელია...", - განაცხადა თავმჯდომარემ.

აღსანიშნავია, რომ ძლიერი საქართველო-ლელოს წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ დღევანდელ სხდომაზე მოითოხვა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, რათა პროდასავლური ოპოზიციის აკრძალვის სარჩელზე საკონსულტაციო დასკვნა წარმოედგინა - აკრძალვის კონსტიტუციურ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ევროპელი იურისტების მოსმენა კარგია, მაგრამ ამ საქმეში რით დაგვეხმარებოდა, დაუსაბუთებელია - პარტიების აკრძალვის სტანდარტები უკვე დადგენილია" - რევაზ ნადარაიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები