ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი - მოვისმინეთ სამარცხვინო განცხადება, რომ თურმე ნიკა გვარამია ემიჯნება ყველაზე ქართულ საქმეს, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და არ ემიჯნება იმ სისტემურ დანაშაულებს, რაც უკავშირდება „ნაცმოძრაობის“ პერიოდს

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე მოპასუხე მხარეს არგუმენტების დეფიციტი აქვს და ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ემიჯნება, ხოლო „ნაცმოძრაობის“ სისტემურ დანაშაულებს — არა.

თორნიკე ჭეიშვილი - მოვისმინეთ სამარცხვინო განცხადება, რომ თურმე ნიკა გვარამია ემიჯნება ყველაზე ქართულ საქმეს, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და არ ემიჯნება იმ სისტემურ დანაშაულებს, რაც უკავშირდება „ნაცმოძრაობის“ პერიოდს
თორნიკე ჭეიშვილი - მოვისმინეთ სამარცხვინო განცხადება, რომ თურმე ნიკა გვარამია ემიჯნება ყველაზე ქართულ საქმეს, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და არ ემიჯნება იმ სისტემურ დანაშაულებს, რაც უკავშირდება „ნაცმოძრაობის“ პერიოდსინტერპრესნიუსი

პროცესი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ მოპასუხის მხრიდან სამართლებრივი არგუმენტების უმწვავესი დეფიციტია. ისინი ცდილობენ, სხვადასხვა ტიპის პოპულისტური განცხადებებით, სასამართლო ტრიბუნიდან შექმნან გარკვეული აღქმა საზოგადოებაში, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ რაიმე რეალური კონტრარგუმენტი, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული ჩვენს სარჩელში შემოთავაზებული ბრალდებების გასაქარწყლებლად. რაც, რასაკვირველია, ასე არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას გამოეხმაურა, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი განიხილება.

მისივე თქმით, დღევანდელი პროცესი, სხდომის მიმდინარეობა წინა დღეებისაგან იმით გამოირჩევა, რომ მოპასუხე მხარე უფრო მეტად აქტიურად ცდილობს პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნიდან, „რაც მიუღებელია პროცესის ჩატარების სტანდარტებიდან გამომდინარე“.

„ამასთან დაკავშირებით მათ არაერთი შენიშვნა მიიღეს. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება ასევე ერთსა და იმავე თემებზე არგუმენტირება აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და ესეც იყო აღნიშნული სხდომის მსვლელობისას. ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, თურმე ნიკა გვარამია ემიჯნება ყველაზე უფრო მეტად ქართულ საქმეს, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მის მიერ განხორციელებულ უპრეცედენტო ქველმოქმედებას, რომელიც, თავის მხრივ, 3.5 მილიარდ დოლარს აღწევს და ამ დროს, თურმე, ის არაფრის დიდებით არ ემიჯნება იმ სისტემურ დანაშაულებს, იმ ყოვლად ამორალურ, სასტიკ და სადისტურ ქმედებებს, რაც უკავშირდება სწორედაც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს“,- აღნიშნავს ჭეიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რაც მიუღებელია პროცესის ჩატარების სტანდარტებიდან გამომდინარე“
„ამასთან დაკავშირებით მათ არაერთი შენიშვნა მიიღეს. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება ასევე ერთსა და იმავე თემებზე არგუმენტირება აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და ესეც იყო აღნიშნული სხდომის მსვლელობისას. ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, თურმე ნიკა გვარამია ემიჯნება ყველაზე უფრო მეტად ქართულ საქმეს, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მის მიერ განხორციელებულ უპრეცედენტო ქველმოქმედებას, რომელიც, თავის მხრივ, 3.5 მილიარდ დოლარს აღწევს და ამ დროს, თურმე, ის არაფრის დიდებით არ ემიჯნება იმ სისტემურ დანაშაულებს, იმ ყოვლად ამორალურ, სასტიკ და სადისტურ ქმედებებს, რაც უკავშირდება სწორედაც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის შესახებ: „სიამაყით საუბრობენ 2003-2012 წლებზე და იმ დანაშაულებს, ფაქტობრივად, ხდიან საქილიკოდ – ხელს აწერენ იმას, რომ “ნაცობა” არის იდეოლოგიურად უკურნებელი სენი და გამოწვევა, რომელსაც ერთადერთი სამართლებრივი პასუხი შეიძლება გაეცეს და სწორედ ამ პროცესში ვარ ჩვენ ახლა“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები