“ან შეგნებულად გინდათ სკანდალის შექმნა ან – არასწორად გესმით” – ირანის ელჩი საკუთარ პოსტს განმარტავს
ირანის ელჩი ალი მოჯანი აცხადებს, რომ მის მიერ გამოქვეყნებული რუკა, რომელზეც აღმოსავლეთ საქართველო არ ჩანდა, არასწორად გაიგეს ან შეგნებულად ცდილობენ სკანდალის შექმნას და აღნიშნავს, რომ ეს მუქარა არ ყოფილა.

ირანის ელჩი, ალი მოჯანი ამბობს, რომ მის მიერ გამოქვეყნებული რუკა, რომელზედაც აღმოსავლეთ საქართველო არ ჩანდა, არასწორად იყო აღქმული და ან შეგნებულად სურდათ სკანდალის შექმნა.
ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ახლა როდესაც ტურიზმისთვის რაღაც საზღვრები იკეტება, შავიზღვისპირეთი არის ძალიან ვრცელი რეგიონი , შესაბამისად ეს ტურიზმი მაინც განვითარდება, და რაც შეეხება რუკას, რუკაზე მე ავსახე არა დავუშვათ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა, არამედ შავი ზღვა, ყველა ქვეყანა მთლიანად ვერ გამოჩნდება. ახალი ადგილები და ახალი მეგობრები ძალიან განსხვავებულო ცნებაა, ასე რომ თქვენ როცა ახალ ადგილებს ახალ მეგობრებს მიუსადაგებთ ან შეგნებულად გინდათ რაღაც სკანდალის შექმნა ან კიდევ რაღაც არასწორად გესმით. ეს არ იყო მუქარა, – განაცხადა მოჯანმა.
ცნობისთვის, სექტემბერში, საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიების მიმართ აშშ-ის სანქციების დაცვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მიანიშნა, რომ ირანელი ტურისტებისთვის საქართველო ერთადერთი შესაძლო მიმართულება არ არის.
მოჯანმა პოსტს შავი ზღვის რუკაც დაურთო, რომელზეც აღმოსავლეთ საქართველო არ ჩანს. რუკა ირანის საელჩოს გვერდმაც გააზიარა, რასაც საქართველოს მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…