ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირანის ელჩმა მის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე, სადაც აღმოსავლეთ საქართველო არ ჩანდა, განმარტება გააკეთა

ირანის ელჩმა ალი მოჯანიმ განაცხადა, რომ მის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე, სადაც აღმოსავლეთ საქართველო არ ჩანდა, შავი ზღვა ასახა და არა კონკრეტული ქვეყანა, და უარყო, რომ ეს მუქარა იყო.

ირანის ელჩმა მის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე, სადაც აღმოსავლეთ საქართველო არ ჩანდა, განმარტება გააკეთა
ირანის ელჩმა მის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე, სადაც აღმოსავლეთ საქართველო არ ჩანდა, განმარტება გააკეთაTV პირველი

ირანის ელჩი, ალი მოჯანი ამბობს, რომ მის მიერ გამოქვეყნებული რუკა, რომელზედაც აღმოსავლეთ საქართველო არ ჩანდა, არასწორად იყო აღქმული და მან ასახა არა დავუშვათ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა, არამედ შავი ზღვა და შესაბამისად, ყველა ქვეყანა მთლიანად ვერ გამოჩნდება.

მისი თქმით, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ახლა როდესაც ტურიზმისთვის რაღაც საზღვრები იკეტება, შავიზღვისპირეთი არის ძალიან ვრცელი რეგიონი , შესაბამისად ეს ტურიზმი მაინც განვითარდება, და რაც შეეხება რუკას, რუკაზე მე ავსახე არა დავუშვათ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა, არამედ შავი ზღვა, ყველა ქვეყანა მთლიანად ვერ გამოჩნდება. ახალი ადგილები და ახალი მეგობრები ძალიან განსხვავებულო ცნებაა, ასე რომ თქვენ როცა ახალ ადგილებს ახალ მეგობრებს მიუსადაგებთ ან შეგნებულად გინდათ რაღაც სკანდალის შექმნა ან კიდევ რაღაც არასწორად გესმით. ეს არ იყო მუქარა, - განაცხადა მოჯანმა.

ცნობისთვის, სექტემბერში, საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიების მიმართ აშშ-ის სანქციების დაცვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მიანიშნა, რომ ირანელი ტურისტებისთვის საქართველო ერთადერთი შესაძლო მიმართულება არ არის.

მოჯანმა პოსტს შავი ზღვის რუკაც დაურთო, რომელზეც აღმოსავლეთ საქართველო არ ჩანს. რუკა ირანის საელჩოს გვერდმაც გააზიარა, რასაც ქართველი სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციური“ან შეგნებულად გინდათ სკანდალის შექმნა ან – არასწორად გესმით” – ირანის ელჩი საკუთარ პოსტს განმარტავს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
“ან შეგნებულად გინდათ სკანდალის შექმნა ან – არასწორად გესმით” – ირანის ელჩი საკუთარ პოსტს განმარტავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები