პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

როცა პოლიტიკური პარტია გინდა გერქვას და ამბიცია გაქვს, რომ ხელისუფლებაში მოხვიდე და შენი ხალხის ინტერესებს კი არ ემსახურები, უცხოეთის ჭკუაზე დადიხარ, ამის გამოც არ უნდა იყო პოლიტიკაში - გურამ მაჭარაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოეუთოხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ქართველი ხალხის ინტერესების ნაცვლად უცხოეთის ჭკუაზე დადის, რის გამოც ის პოლიტიკაში არ უნდა იყოს და ასაკრძალია.

"ახალის" ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასაბუთება ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნაში მოყვანილი ფაქტებით სცადა, რომელიც ადგილობრივი ენჯეოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ჩვენებებს ეფუძნება, შეფასებები კეთდება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ქართველი ხალხისა და საზოგადოების არჩევანის ნაცვლად, უცხო ძალებს ეყრდნობა.

"ახალი არ არის ის, რომ ნაცაგენტურა თავის ფილიალებით უკვე საჯაროდ აცხადებს, რომ მას არ აინტერესებს საზოგადოების და ხალხის აზრი ან არჩევანი, არამედ ის თავიდან ბოლომდე ეყრდნობა ხოლმე ყოველთვის მის პატრონებს უცხოეთში და ამას საჯაროდაც ამბობენ: "უცხოეთში თქვეს, ბრიუსელმა გვითხრა, ამ რეზოლუციაში წერია, ევროპარლამენტარმა განაცხადა". ანუ, საფუძვლად საქართველოში რა წყობა უნდა იყოს, ხალხმა როგორ უნდა იცხოვროს, ან სასამართლო როგორი უნდა იყოს, სამართალი რა არის და სამართლიანობა რა არის და ა.შ., მათი აზრით, განსაზღვრავს ამას უცხოეთი და მათი პატრონები. ამიტომაც, მათ შორის, არიან ასაკრძალები. როცა პოლიტიკური პარტია გინდა გერქვას და ამბიცია გაქვს, რომ ხელისუფლებაში მოხვიდე და შენი ხალხის ინტერესებს კი არ ემსახურები, უცხოეთის ჭკუაზე დადიხარ, რა თქმა უნდა, მათ შორის, ამის გამოც არ უნდა იყო პოლიტიკაში", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გურამ მაჭარაშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე: ხელისუფლების წყაროდ ამ ხალხს მიაჩნია, არა ხალხი საქართველოში, არამედ უცხოელები - თავიანთი პატრონებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები