ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ ჩვენ და აღმოჩნდა, რომ არაფერი არ ჭირს

საქართველოს პარლამენტი

გია ვოლსკის თქმით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიექცეს, თუმცა პარალელად იხსენებს მიხეილ სააკაშვილს, რომელზეც ამტკიცებს, რომ ეტლში ჩამჯდარი იხილეს და შემდეგ აღმოჩნდა, რომ არაფერი სჭირს.

გია ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ ჩვენ და აღმოჩნდა, რომ არაფერი არ ჭირს
გია ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ ჩვენ და აღმოჩნდა, რომ არაფერი არ ჭირსინტერპრესნიუსი

ელენე ხოშტარიას ამბავი მტკივა - იმიტომ რომ პატარაობიდან ვიცნობ. მაშინ, სულ სხვა ფიქრები, სხვა ამოცანები და სხვა ხედვები ჰქონდა, როცა გავიცანი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, “ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიექცეს, თუმცა საზოგადოებამ ეტლში ჩამჯდარი მიხეილ სააკაშვილიც იხილა, რომელსაც ბოლოს აღმოჩნდა, რომ არაფერი სჭირდა”.

“ელენე ხოშტარია იქნება თუ ნებისმიერი სხვა. ჩემთვის ელენე ხოშტარიაც თემაა, იმიტომ რომ პატარაობიდან ვიცნობ. პატარა იყო მაშინ, სულ სხვა ფიქრები, სხვა ამოცანები და სხვა ხედვები ჰქონდა, როცა გავიცანი. მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ესე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ ჩვენ და აღმოჩნდა, რომ არაფერი არ ჭირს. მე არ მინდა პარალელი გავავლო. დარწმუნებული ვარ, რომ არ თაღლითობს, მინდა ასე ვიფიქრო. რაც მთავარია, მის ჯანმრთელობას უნდა მიხედონ. მაგრამ პარალელის გავლება საპროცესო შეთანხმებასთან აცდენილია, იმიტომ რომ საპროცესო შეთანხმება ელენე ხოშტარიასაც შეეძლო გაეფორმებინა, მაგრამ ეს არ არის ქაღალდზე ხელის მოწერის თემა. ეს უამრავ სხვა თემას უკავშირდება,” - განაცხადა ვოლსკიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ, აღმოჩნდა, რომ არაფერი სჭირს“ - ვოლსკი ხოშტარიაზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ელენე ხოშტარია იქნება თუ ნებისმიერი სხვა. ჩემთვის ელენე ხოშტარიაც თემაა, იმიტომ რომ პატარაობიდან ვიცნობ. პატარა იყო მაშინ, სულ სხვა ფიქრები, სხვა ამოცანები და სხვა ხედვები ჰქონდა, როცა გავიცანი. მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ესე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ ჩვენ და აღმოჩნდა, რომ არაფერი არ ჭირს. მე არ მინდა პარალელი გავავლო. დარწმუნებული ვარ, რომ არ თაღლითობს, მინდა ასე ვიფიქრო. რაც მთავარია, მის ჯანმრთელობას უნდა მიხედონ. მაგრამ პარალელის გავლება საპროცესო შეთანხმებასთან აცდენილია, იმიტომ რომ საპროცესო შეთანხმება ელენე ხოშტარიასაც შეეძლო გაეფორმებინა, მაგრამ ეს არ არის ქაღალდზე ხელის მოწერის თემა. ეს უამრავ სხვა თემას უკავშირდება,“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რასა იუკნევიჩიენე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას “ოცნებას“ აკისრებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები