ბადრი ჯაფარიძე – გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ პარტიების აკრძალვით „ქართული ოცნება“ ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვის მცდელობით ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის ამზადებს და მიზნად ისახავს მილიონზე მეტი ამომრჩევლის არჩევნებიდან ჩამოშორებას. მისი თქმით, მმართველი ძალა ქვეყნის რუსულ-ავტოკრატიული სტილით მართვას ცდილობს.

დღეს „ქართული ოცნება“ თავისი სარჩელით ცდილობს, აკრძალოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა და არა რამდენიმე პოლიტიკური პარტია. გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ პარტიების აკრძალვით „ქართული ოცნება“ ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს, არჩევანი წაართვას და არჩევნებს ჩამოაშოროს მილიონზე მეტი სხვაგვარად მოაზროვნე ამომრჩეველი, მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და კონსტიტუციის დონეზე განიმტკიცოს დე ფაქტო უზურპირებული ხელისუფლება.
„სურთ, პოლიტიკური არჩევანის თავისუფლების შეზღუდვით, საქართველოს მოქალაქეები აიძულონ, აირჩიონ არა ის პარტიები, რომლებიც მათ მოსწონთ და, რომელთა გაუქმებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს, არამედ ის პარტიები, რომლებიც თავად „ქართულ ოცნებას“ მოსწონს. სურთ, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეცვალონ ქვეყნის ისტორიული განვითარების მიმართულება, უზრუნველყონ საქართველოს იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან და მართონ ქვეყანა რუსულ-ავტოკრატიული სტილით – ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებით, ერთპარტიულობით, მორჩილი მართლმსაჯულების სისტემით, უფლებააყრილი და რეპრესირებული სხვაგვარად მოაზროვნეებითა და მტრულ ბანაკებად დაქუცმაცებული ერით.
ამიტომ, დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით არა რომელიმე პარტიის დასაცავად, არამედ იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება; დავიცვათ იგი სწორედ იმ ხელისუფლებისგან, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გავიდა. აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული სუვერენიტეტი; დავიცვათ იგი ხალხის დამოუკიდებლობის მიტაცების სურვილით შეპყრობილი ხელისუფლებაში მყოფი ძალისგან.
რაც შეეხება პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ აკრძალვის მოთხოვნას. პარტია „ლელო – ძლიერი საქართველო“ დაარსების დღიდან, 2019 წლის დეკემბრიდან, ძირითად მიზნად ისახავდა და ისახავს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბებასა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის სწრაფ სვლას. ეს მიზნები გვქონდა და გვაქვს დაარსების დღიდან და ამის მიღწევას ვახმარდით და ვახმართ მთელ ჩვენს ძალისხმევას. ამის პასუხად, პრაქტიკულად არც ერთი დღე არ გასულა ისე, რომ არ ვყოფილიყავით „ქართული ოცნების“ მიერ ინსპირირებული, უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ. მეშვიდე წელია, პრაქტიკულად არცერთი დღე არ გაგვიტარებია გამოძიებების, გამოგონილი ბრალდებების, სასამართლო განხილვებისა ან/და ციხის საკნების გარეშე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პარტია „ლელოს“ სრულიად აბსურდულ და ცინიკურ ბრალდებას უყენებს, თითქოს „ლელო – ძლიერი საქართველო“ საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, სინამდვილე კი, სრულიად საპირისპიროა.
„დღეს „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ სრულიად აბსურდულ ბრალდებას გვიყენებს და გვადანაშაულებს ვითომდაც კონსტიტუციის დარღვევაში, პარლამენტში რატომ არ შეხვედითო და ვინც პარლამენტში შევიდა, ისინიც აქვე არ სხედან იმ პარტიებს შორის, რომელთა აკრძალვასაც ითხოვთ?! რაც შეეხება ჩვენს საპარლამენტო მანდატებს, როგორც ცნობილია, ისინი გაგვიუქმა თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი განცხადებების საფუძველზე.
მინდა, შევეხო ამ სარჩელის კიდევ ერთ, განსაკუთრებით სახიფათო ასპექტს – საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პარტიების აკრძალვის მოთხოვნის მიღმა, ამ სარჩელში არანაკლებ მძიმე საფრთხე იმალება, სარჩელში ვითარდება ლოგიკა, თითქოს 2008 წელს რუსეთის აგრესიისთვის ნიადაგი თავად საქართველომ შექმნა. ეს არის პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობა აგრესორიდან მსხვერპლზე. საკონსტიტუციო სასამართლო ამ მსჯელობას თუ გაიზიარებს, შეიძლება, შეიქმნას სახიფათო, კაპიტულანტური პრეცედენტი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებით, რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“ გახდება კონსტიტუციური ვალდებულება. ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტის კრიტიკა გამოცხადდება საბოტაჟად, რუსული აგრესიის პროვოკაციად და შესაბამისად, ანტიკონსტიტუციურად. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ევროატლანტიკური კურსი ჩაითვლება საფრთხედ, რუსეთის პროვოცირებად და შესაბამისად ანტიკონსტიტუციურად. ეს ძალიან სახიფათო თამაშია კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, უზრუნველყონ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
ეს არის ქართველი ხალხის კონსტიტუციური არჩევანი და არა საკითხი, რომლის გადაწყვეტის უფლებაც კრემლს უნდა ეკუთვნოდეს. სწორედ ამიტომ მინდა, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად გაითავისოს თავისი პასუხისმგებლობა ამ მიმართებით, რომ ოდესმე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებულ პრინციპს საფრთხე არ შეექმნას. ამ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება, აღმოჩნდეს გარდამტეხი სამართლებრივი არგუმენტი რუსეთის ხელში. საქართველოს არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს არ აქვს უფლება, ასეთი საფრთხე შექმნას და მით უმეტეს, საკონსტიტუციო დონეზე დააკანონოს.
ჩემს სიტყვას დავამთავრებ ლუკას სახარებით, თავი მე-6, მუხლი 31: „და ვითარცა იგი თქვენ გნებავს, რათა გიყონ კაცთა, თქვენც ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ“. მუხლი 38: „მათივე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, კუალად მოგეწყოს თქვენ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„მათივე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, კუალად მოგეწყოს თქვენ“
„სურთ, პოლიტიკური არჩევანის თავისუფლების შეზღუდვით, საქართველოს მოქალაქეები აიძულონ, აირჩიონ არა ის პარტიები, რომლებიც მათ მოსწონთ და, რომელთა გაუქმებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს, არამედ ის პარტიები, რომლებიც თავად „ქართულ ოცნებას“ მოსწონს. სურთ, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეცვალონ ქვეყნის ისტორიული განვითარების მიმართულება, უზრუნველყონ საქართველოს იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან და მართონ ქვეყანა რუსულ-ავტოკრატიული სტილით – ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებით, ერთპარტიულობით, მორჩილი მართლმსაჯულების სისტემით, უფლებააყრილი და რეპრესირებული სხვაგვარად მოაზროვნეებითა და მტრულ ბანაკებად დაქუცმაცებული ერით. ამიტომ, დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით არა რომელიმე პარტიის დასაცავად, არამედ იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება; დავიცვათ იგი სწორედ იმ ხელისუფლებისგან, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გავიდა. აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული სუვერენიტეტი; დავიცვათ იგი ხალხის დამოუკიდებლობის მიტაცების სურვილით შეპყრობილი ხელისუფლებაში მყოფი ძალისგან. რაც შეეხება პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ აკრძალვის მოთხოვნას. პარტია „ლელო – ძლიერი საქართველო“ დაარსების დღიდან, 2019 წლის დეკემბრიდან, ძირითად მიზნად ისახავდა და ისახავს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბებასა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის სწრაფ სვლას. ეს მიზნები გვქონდა და გვაქვს დაარსების დღიდან და ამის მიღწევას ვახმარდით და ვახმართ მთელ ჩვენს ძალისხმევას. ამის პასუხად, პრაქტიკულად არც ერთი დღე არ გასულა ისე, რომ არ ვყოფილიყავით „ქართული ოცნების“ მიერ ინსპირირებული, უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ. მეშვიდე წელია, პრაქტიკულად არცერთი დღე არ გაგვიტარებია გამოძიებების, გამოგონილი ბრალდებების, სასამართლო განხილვებისა ან/და ციხის საკნების გარეშე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…