ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბადრი ჯაფარიძე: მეორე დღეა ვითხოვთ, გაგვარკვიონ რაში გვდებენ ბრალს თითოეულ პარტიას და ეს შუამდგომლობები არ კმაყოფილდება

ლელოქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელე „ქართული ოცნება“ არ აკონკრეტებს, რა მტკიცებულებებით ედავება მათ.

ბადრი ჯაფარიძე: მეორე დღეა ვითხოვთ, გაგვარკვიონ რაში გვდებენ ბრალს თითოეულ პარტიას და ეს შუამდგომლობები არ კმაყოფილდება
ბადრი ჯაფარიძე: მეორე დღეა ვითხოვთ, გაგვარკვიონ რაში გვდებენ ბრალს თითოეულ პარტიას და ეს შუამდგომლობები არ კმაყოფილდებაTV პირველი

მეორე დრეა თითოეული პარტიის წარმომადგენელი მოსარჩელეს მიმართავს, განუმარტონ, რა არგუმენტები და მტკიცებულებები არსებობს სარჩელში მათ ასაკრძალად, თუმცა პლენუმი ამ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს.

როგორც დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, "ძლიერი საქართველო- ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, აუცილებელია თოთოეულ პარტიას განემარტოს, თუ რაში სცებს მას ბრალს "ქართული ოცნება".

მეორე დღე სრულდება და გამუდმებით, დაჟინებით ვითხოვთ ყველანი, რომ გვითხრან და გაგვარკვიონ, რაში გვდებენ თითოეულ ამ პარტიას ბრალს. საუბარია 23-ე მუხლის დარღვევაზე, ოღონდ ამ მუხლის ჩამონათვალში რაც არის, არანაირი კავშირი არ აქვს მის დარღვევასთან - 23-ე მუხლში ეთნიკური შუღლის გაღვივებაზე არის საუბარი. ასეთი რამ გაუკეტებაი ლელოს? - არა არ გედავებითო. დაგვიკონკრეტოს მოსარჩელემ და სასამართლსო ვთხოვთ, რომ დაგვიკონკრეტოს ამაში. სამწუხაროდ, ეს შუამდგომლობები არ კმაყოფილდება", - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

11 უარი ოპოზიციას - ეს ბოლო ორი დღის შედეგია. პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის მეორე დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის. ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო რას ედავება ივანიშვილის "ქართული ოცნება".

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სხდომაზე, სადაც პარტიების აკრძალვას აპირებენ, ჟურნალისტების ნაწილი არ შეუშვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები