ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია ვოლსკი - ოპოზიციის აკრძალვა არ არის კარგი, თუ ის არის ოპოზიცია, მაგრამ თუ არის არა ოპოზიცია, არამედ გარკვეული ჯგუფი, რომელიც კონკრეტული გეგმით მოქმედებს, რათა ქვეყანა ჩავარდეს შეუქცევად განსაცდელში, რასაკვირველია, ეს ერთადერთი გზა არის

საქართველოს პარლამენტი

გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის აკრძალვა კარგი არ არის, თუმცა თუ საქმე ეხება ჯგუფს, რომელიც ქვეყნის განსაცდელში ჩასაგდებად მოქმედებს, ეს ერთადერთი გზაა. მისი თქმით, ეს ძალები საქართველოს რუსეთთან კონფლიქტში ჩათრევას ცდილობენ.

გია ვოლსკი - ოპოზიციის აკრძალვა არ არის კარგი, თუ ის არის ოპოზიცია, მაგრამ თუ არის არა ოპოზიცია, არამედ გარკვეული ჯგუფი, რომელიც კონკრეტული გეგმით მოქმედებს, რათა ქვეყანა ჩავარდეს შეუქცევად განსაცდელში, რასაკვირველია, ეს ერთადერთი გზა არის
გია ვოლსკი - ოპოზიციის აკრძალვა არ არის კარგი, თუ ის არის ოპოზიცია, მაგრამ თუ არის არა ოპოზიცია, არამედ გარკვეული ჯგუფი, რომელიც კონკრეტული გეგმით მოქმედებს, რათა ქვეყანა ჩავარდეს შეუქცევად განსაცდელში, რასაკვირველია, ეს ერთადერთი გზა არისინტერპრესნიუსი

ოპოზიციის აკრძალვა არ არის კარგი, თუ ის არის ოპოზიცია. მაგრამ თუ არის არა ოპოზიცია, არამედ გარკვეული ჯგუფი, რომელიც კონკრეტული გეგმით მოქმედებს იმისათვის, რათა ქვეყანა ჩავარდეს წარმოუდგენელ, შეუქცევად განსაცდელში, რასაკვირველია, ეს ერთადერთი გზა არის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებობენ ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ საკუთარ თავს, თუმცა „რეალურად საქართველოს რუსეთთან კონფლიქტში ჩაბმას ცდილობენ და ქვეყნის მომავალს უპირისპირდებიან“.

„ოპოზიციის აკრძალვა არ არის კარგი, თუ ის არის ოპოზიცია. მაგრამ თუ არის არა ოპოზიცია, არამედ გარკვეული ჯგუფი, რომელიც კონკრეტული გეგმით მოქმედებს იმისათვის, რათა ქვეყანა ჩავარდეს წარმოუდგენელ, შეუქცევად განსაცდელში, რასაკვირველია, ეს ერთადერთი გზა არის. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს მეორე გზაც, რომელსაც სააკაშვილი მიმართავდა, განუკითხავად ყველას დასჯა, ფიზიკური დაპირისპირება ადამიანების, დაშინება და ციხეში ჩაყრა.

არ შეიძლება ქვეყანაში მუდმივად არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ: დიახაც, მე მინდა, რომ შევიდეთ ეკონომიკურ და სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან და ამით მხარი დავუჭიროთ თითქოსდა ევროპას. ამ მიზეზით, მუდმივად ჰყავდეთ ქვეყანა დაძაბულობაში. ეს განცხადებები კონკრეტულ ქმედებაში გადაიზარდა უკვე, არაერთხელ. ხუთჯერ თუ ექვსჯერ, და ამას რეალური საფრთხე შეუქმნია ქვეყნისათვის და მომავალშიც შეუქმნის, რასაკვირველია, ეს არის ოპტიმალური გადაწყვეტილება. სასიხარულო ამაში არაფერი არ არის.

სავალალოა, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ საკუთარ თავს და დაპირისპირებულები არიან ქვეყნის მომავალთან”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოგია ვოლსკი – სავალალოა, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ საკუთარ თავს და დაპირისპირებული არიან ქვეყნის მომავალთან
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რეალურად საქართველოს რუსეთთან კონფლიქტში ჩაბმას ცდილობენ და ქვეყნის მომავალს უპირისპირდებიან“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ, აღმოჩნდა, რომ არაფერი სჭირს“ - ვოლსკი ხოშტარიაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები