ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია ვოლსკი – სავალალოა, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ საკუთარ თავს და დაპირისპირებული არიან ქვეყნის მომავალთან

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ოპტიმალური გადაწყვეტილებაა, რადგან ისინი ქვეყნის მომავალს უპირისპირდებიან და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა სურთ.

გია ვოლსკი – სავალალოა, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ საკუთარ თავს და დაპირისპირებული არიან ქვეყნის მომავალთან
გია ვოლსკი – სავალალოა, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ საკუთარ თავს და დაპირისპირებული არიან ქვეყნის მომავალთანპირველი არხი

რასაკვირველია, ოპოზიციის აკრძალვა არ არის კარგი, თუ ოპოზიციაა, თუ არის არა ოპოზიცია, არამედ გარკვეული ჯგუფი, რომელიც კონკრეტული გეგმით მოქმედებს იმისათვის, რათა ქვეყანა ჩავარდეს წარმოუდგენელ და შეუქცევად განსაცდელში, ეს ერთადერთი გზა არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე გზაც არსებობს, რომელსაც სააკაშვილი მიმართავდა.

„განუკითხავად ყველას სჯიდნენ, აშინებდნენ და ციხეში ყრიდნენ. მეორე საკითხია, რომ არ შეიძლება, ქვეყანაში მუდმივად არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად მოქმედებენ, არ მალავენ, რას აკეთებენ. დიახაც, გვინდა, რომ რუსეთთან ეკონომიკურ და სამხედრო დაპირისპირებაში შევიდეთო. მათი განცხადებები კონკრეტულ ქმედებაში გადაიზარდა და არაერთხელ, ხუთჯერ თუ ექვსჯერ. ამით რეალური საფრთხე შეექმნა ქვეყანას და მომავალშიც შეექმნება. ამ დროს პარტიების აკრძალვა ოპტიმალური გადაწყვეტილებაა, სასიხარულო არაფერია. სავალალოა, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ საკუთარ თავს და დაპირისპირებული არიან ქვეყნის მომავალთან. გვეუბნებიან, უკრაინა როგორც იქცევა, შენც ისე უნდა ჩადგე სისხლის გუბეშიო, როცა ამ ნამცხვრის გაყოფა დაიწყება, ნაჭრის გარეშე დარჩები, თუკი დღესვე არ გაწირავ ხალხსო. პოლიტიკური პარტია ხარ, მუდმივად ხარ, არაფერი გეხება, მორჩა, დამთავრდა? მერე რა, თუ აწამებ, დახვრიტავ? – დასახვრეტი იყოო. ნებისმიერ სახელმწიფოში ასეთი ერთი დანაშაული მაინც რომ ჩაედინათ, შესაბამისი რეაგირება იქნებოდა. აბა, რამე თქვან საფრანგეთზე, ბელგიაზე, ნიდერლანდებზე, ძაღლები მიუქსიეს ხალხს“, — განაცხადა ვოლსკიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგია ვოლსკი - ოპოზიციის აკრძალვა არ არის კარგი, თუ ის არის ოპოზიცია, მაგრამ თუ არის არა ოპოზიცია, არამედ გარკვეული ჯგუფი, რომელიც კონკრეტული გეგმით მოქმედებს, რათა ქვეყანა ჩავარდეს შეუქცევად განსაცდელში, რასაკვირველია, ეს ერთადერთი გზა არის
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„განუკითხავად ყველას სჯიდნენ, აშინებდნენ და ციხეში ყრიდნენ. მეორე საკითხია, რომ არ შეიძლება, ქვეყანაში მუდმივად არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად მოქმედებენ, არ მალავენ, რას აკეთებენ. დიახაც, გვინდა, რომ რუსეთთან ეკონომიკურ და სამხედრო დაპირისპირებაში შევიდეთო. მათი განცხადებები კონკრეტულ ქმედებაში გადაიზარდა და არაერთხელ, ხუთჯერ თუ ექვსჯერ. ამით რეალური საფრთხე შეექმნა ქვეყანას და მომავალშიც შეექმნება. ამ დროს პარტიების აკრძალვა ოპტიმალური გადაწყვეტილებაა, სასიხარულო არაფერია. სავალალოა, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ საკუთარ თავს და დაპირისპირებული არიან ქვეყნის მომავალთან. გვეუბნებიან, უკრაინა როგორც იქცევა, შენც ისე უნდა ჩადგე სისხლის გუბეშიო, როცა ამ ნამცხვრის გაყოფა დაიწყება, ნაჭრის გარეშე დარჩები, თუკი დღესვე არ გაწირავ ხალხსო. პოლიტიკური პარტია ხარ, მუდმივად ხარ, არაფერი გეხება, მორჩა, დამთავრდა? მერე რა, თუ აწამებ, დახვრიტავ? – დასახვრეტი იყოო. ნებისმიერ სახელმწიფოში ასეთი ერთი დანაშაული მაინც რომ ჩაედინათ, შესაბამისი რეაგირება იქნებოდა. აბა, რამე თქვან საფრანგეთზე, ბელგიაზე, ნიდერლანდებზე, ძაღლები მიუქსიეს ხალხს“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი გაბუნია: 14 წელი არის ის უნიკალური და უპრეცედენტო პერიოდი, როდესაც ჩვენ ქვეყანაში ტყვია არ გავარდნილა და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებისკენ. თუ ჩვენ ამ მოჯადოებულ წრეს არ გავივლით, მუდმივად დავრჩებით იმ ქაოსში და ქარცეცხლში, რასაც ისინი გარედან გვთავაზობენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები