ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გურამ მაჭარაშვილი – მტკიცებულებები საკმარისზე მეტია, რომ ნაცაგენტურა თავის ფილიალებთან ერთად აიკრძალოს

ხალხის ძალასაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

„ხალხის ძალის“ წევრ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საკმარისზე მეტი მტკიცებულება არსებობს იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ თავის ფილიალებთან ერთად აიკრძალოს. მისი მტკიცებით, აღნიშნული პარტიები ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც აშავებდნენ და რეალურად ერთ ორგანიზმს წარმოადგენენ.

გურამ მაჭარაშვილი – მტკიცებულებები საკმარისზე მეტია, რომ ნაცაგენტურა თავის ფილიალებთან ერთად აიკრძალოს
გურამ მაჭარაშვილი – მტკიცებულებები საკმარისზე მეტია, რომ ნაცაგენტურა თავის ფილიალებთან ერთად აიკრძალოსპირველი არხი

ახლა რასაც ვუყურებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის დაახლოებით იმის გაგრძელება, რაც იყო საგამოძიებო კომისია, სამართლებრივად უნდა იარსებონ თუ არა ასეთი ტიპის ე.წ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც ქვეყნის შიგნითაც აშავებდნენ, ქვეყნის გარეთაც, მერე დაშალეს „ნაცმოძრაობა“ და ფილიალები გააკეთეს, ჯამში, მაინც ერთი ორგანიზმია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „მტკიცებულებები არის საკმარისზე მეტი, რომ აიკრძალოს ნაცაგენტურა თავის ფილიალებთან ერთად“.

„შევახსენოთ საზოგადოებას, რომ პარტიების აკრძალვის მაგალითები არის უცხოეთში, მათ შორის უკრაინაში, მოლდოვაში. იქ აკრძალვის საფუძველი იყო ის, რომ თურმე ეს პარტიები ყოფილან რუსეთუმეები, ამის გამო აკრძალეს. იყვნენ თუ არა, ესეც საკითხავია, მაგრამ მეორე საკითხია, რომ ამისთვის აკრძალეს. აქ, როდესაც დანაშაულები არის ჩამოთვლილი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის, იმის შემდგომ პერიოდში, მის ფილიალ პარტიებს შორის არსებული დადასტურებული მტკიცებულებებიც არსებობს და ამ დანაშაულებებზეა საუბარი, როდესაც საკუთარ ქვეყანას ვნებ. აქ რუსეთუმეობაზე კი არ არის საუბარი. ან ვინმეს საერთოდ დაუბრალებია ვინმესთვის ან მედასავლეთეობა, ან ევროპელობა, ან რუსეთუმეობა, ან ამერიკელობა? ან თუნდაც ქართველობა, რომელსაც არ იჩემებდნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მტკიცებულებები არის საკმარისზე მეტი, რომ აიკრძალოს ნაცაგენტურა თავის ფილიალებთან ერთად“
„შევახსენოთ საზოგადოებას, რომ პარტიების აკრძალვის მაგალითები არის უცხოეთში, მათ შორის უკრაინაში, მოლდოვაში. იქ აკრძალვის საფუძველი იყო ის, რომ თურმე ეს პარტიები ყოფილან რუსეთუმეები, ამის გამო აკრძალეს. იყვნენ თუ არა, ესეც საკითხავია, მაგრამ მეორე საკითხია, რომ ამისთვის აკრძალეს. აქ, როდესაც დანაშაულები არის ჩამოთვლილი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის, იმის შემდგომ პერიოდში, მის ფილიალ პარტიებს შორის არსებული დადასტურებული მტკიცებულებებიც არსებობს და ამ დანაშაულებებზეა საუბარი, როდესაც საკუთარ ქვეყანას ვნებ. აქ რუსეთუმეობაზე კი არ არის საუბარი. ან ვინმეს საერთოდ დაუბრალებია ვინმესთვის ან მედასავლეთეობა, ან ევროპელობა, ან რუსეთუმეობა, ან ამერიკელობა? ან თუნდაც ქართველობა, რომელსაც არ იჩემებდნენ“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები