ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პროკურატურამ 7 პირს ბრალი წარუდგინა; გამოძიების ცნობით, ისინი სოციალურ ქსელებში ქალის სახელით მამაკაცებს შეხვედრას უთქვამდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ძარცვავდნენ და ძალადობის ამსახველ ვიდეოებს ინტერნეტში ავრცელებდნენ.

პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2

გენერალურმა პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ორგანიზებას უწევდნენ, ხელმძღვანელობდნენ და მონაწილეობდნენ ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფურ მოქმედებებში. დაჯგუფების წევრებს შემუშავებული ჰქონდათ მოქლაქეთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და მათგან მატერიალური სარგებლის მიღების გეგმა. მათ მიერ შემუშავებული სქემის თანახმად, დაჯგუფების წევრები სოციალური ქსელების "ტინდერისა" და "ფეისბუქის" ყალბი პროფილების გამოყენებით, სხვადასხვა ქალის სახელით, უკავშირდებოდნენ ახალგაზრდა მამაკაცებს და გაცნობის მიზნით შეხვედრებს უთქვამდნენ. ადგილზე მისულ პირებს კი, სასტიკად უსწორდებოდნენ. ცემდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იარაღის დემონსტრირებით ართმებდნენ ფულს და პირად ნივთებს. დაზარალებულთა ცემასა და შეურაცხყოფას იღებდნენ ვიდეო-კამერით, რასაც შემდგომ ტვირთავდნენ სხვადასხვა სოციალურ პლათფორმაზე. დაჯგუფების წევრები ძალადობრივი ჩანაწერების დემონსტრირებით მოქალაქეებს მათ მიერ შექმნილი ძალადობრივი არხების განსავითარებლად თანხის ჩარისცხვას თხოვდნენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით; 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და 181 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვა და გამოძალვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოდაჯგუფების წევრები სოციალურ ქსელში მდედრობითი სქესის სახელით ყალბ პროფილებს ქმნიდნენ, მამაკაცებს უკავშირდებოდნენ და წინასწარ შერჩეულ ადგილებზე შეხვედრებს უნიშნავდნენ, შემდეგ კი ჯგუფურად თავს ესხმოდნენ - შსს-მ 7 პირი დააკავა
  2. იმედინიუსისამთავრობოშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
  3. TV პირველიოპოზიციური"კაცებს გაცნობის საბაბით შეხვედრებს უნიშნავდნენ, ჯგუფურად უსწორდებოდნენ და ძარცვავდნენ" - გამოვლენილია დანაშაულებრივი დაჯგუფება
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშსს-მ დააკავა ჯგუფის 7 წევრი, რომლებიც ქალების სახელით სოციალურ ქსელში ყალბ პროფილებს ქმნიდნენ, მამაკაცებს უკავშირდებოდნენ, შეხვედრაზე მისულებს კი თავს ესხმოდნენ და მათ კუთვნილ ფულსა და პირად ნივთებს ეუფლებოდნენ
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
  6. ალიაოპოზიციური“კაცებს ქალის სახელით ეცნობოდნენ, სცემდნენ, ძარცვავდნენ, აშანტაჟებდნენ” – დააკავეს 7 პირი
  7. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბრალდება წარედგინა 7 პირს, რომლებიც ქალების სახელით სოციალურ ქსელში ყალბ პროფილებს ქმნიდნენ, მამაკაცებს უკავშირდებოდნენ, შეხვედრაზე მისულებს კი თავს ესხმოდნენ და მათ კუთვნილ ფულსა და პირად ნივთებს ეუფლებოდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები