რატომ მირეკავთ ამ სისულელეზე? - ქეთი დოლიძე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
რეჟისორმა ქეთი დოლიძემ „პირველების“ ჟურნალისტებს „ტუტუცები და უსინდისოები“ უწოდა მას შემდეგ, რაც მას პატიმრობაში მყოფი, ეტლით მოსარგებლე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაურეკეს.

ქეთი დოლიძეს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი არ სურს.
"მე რატომ მირეკავთ ამ სისულელეზე" - ეუბნება რეჟისორი "პირველებს" პატიმრობაში მყოფ 4 შვილის დედაზე, რომელიც ეტლით გადაადგილდება.
მე რა ვქნა ახლა, ჩემგან რა გნებავთ? გაჩერდით ახლა რა, მე რატომ მირეკავთ ამ სისულელეზე. (კითხვა - სისულელეა, როცა პოლიტიკოსი ქალი ვერ გადაადგილდება?) არა, ადამიანი თუ ვერ გადაადგილდება, იმას სჭირდება ექიმი, მე რატომ მირეკავთ? რა ხართ ასეთი ტუტუცები და უსინდისოები ეს არხი?", - ეუბნება "პირველებს" ქეთი დოლიძე.
დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ პოლიტიკოსი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ეტლს იყენებს.
მოგვიანებით “კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხოშტარია თოდუას კლინიკაში გეგმიური კვლევებისთვის გადაიყვანეს
ციტატები სტატიიდან
„მე რატომ მირეკავთ ამ სისულელეზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…