ხატია სიჭინავა ელენე ხოშტარიას ურჩევს, “რაღაც საქმე იპოვოს ისეთი, თავის ოჯახს და შვილებს გამოადგეს“
ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას ურჩევს, პოლიტიკას თავი დაანებოს და ოჯახისთვის სასარგებლო საქმე იპოვოს. პარალელურად გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ხოშტარია ციხიდან კლინიკაში ეტლით გადაიყვანეს.

"ოცნების" მხარდამჭერი და ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა „დროას“პატიმრობაში მყოფი ლიდერს, ელენე ხოშტარიას ურჩევს, რომ “ რაღაც საქმე იპოვოს ისეთი, თავის ოჯახს და შვილებს გამოადგეს“ და პოლიტიკას თავი დაანებოს.
სიჭინავა ამბობს, რომ ტელევიზორს არ უყურებს და არ იცის, მას რამდენი აქვს მისჯილი, ამასთან, „სხვისი პრობლემების“ გასაზიარებლად დრო არ აქვს.
როცა მე რაღაცას ვაკეთებ, 4 შვილის დედა, მე საკუთარ საქციელზე ვარ პასუხისმგებელი და ხომ იცოდა, რაც მოხდებოდა. არც ის ვიცი, რამდენი აქვს მისჯილი, ვაფშე არ ვუყურებ ტელევიზორს, იმდენი პრობლემა მაქვს, ტელევიზორის და სხვისი პრობლემების გასაზიარებლად დრო არ მრჩება. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ 4 შვილის დედა პოლიტიკაში საერთოდ არ იყოს, რაღაც საქმე იპოვოს ისეთი, თავის ოჯახს და შვილებს გამოადგეს, - ამბობს ის.
კითხვაზე, არ შეიძლება პოლიტკოსი ქვეყანას გამოადგეს, სიჭინავა პასუხობს:
ასეთ რაღაცას, როცა გიჭერენ, მაინც აკეთებ და, რა ვიცი, მე არ დავაჭერინებდი თავს და არ გავაკეთებდი წარწერას ბანერზე, იმიტომ რომ ჩემ 4 შვილს არ დავტოვებდი. ქალი, როცა 4 შვილის დედა ხარ, მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, - ამბობს სიჭინავა.
ის “ოცნების“ ბრალეულობას ვერ ხედავს და ამბობს, რომ “წარმოდგენა არ აქვს, რა კანონია, რამდენს ითვალისწინებს.“
დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ პოლიტიკოსი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ეტლს იყენებს.
მოგვიანებით “კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხოშტარია თოდუას კლინიკაში გეგმიური კვლევებისთვის გადაიყვანეს
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…