“მე თავს არ დავაჭერინებდი… “ვაფშე” არ ვუყურებ ტელევიზორს”– ხატია სიჭინავა
ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა „დროას“ პატიმრობაში მყოფ ლიდერ ელენე ხოშტარიას ურჩევს, პოლიტიკას თავი დაანებოს და ისეთი საქმე იპოვოს, რაც ოჯახსა და შვილებს გამოადგება. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ხოშტარია თოდუას კლინიკაში გეგმური კვლევებისთვის გადაიყვანეს.
“ოცნების” მხარდამჭერი და ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა, ტვ პირველის კითხვის პასუხად, „დროას“პატიმრობაში მყოფი ლიდერს, ელენე ხოშტარიას ურჩევს, რომ “ რაღაც საქმე იპოვოს ისეთი, თავის ოჯახს და შვილებს გამოადგეს“ და პოლიტიკას თავი დაანებოს.
როცა მე რაღაცას ვაკეთებ, 4 შვილის დედა, მე საკუთარ საქციელზე ვარ პასუხისმგებელი და ხომ იცოდა, რაც მოხდებოდა. არც ის ვიცი, რამდენი აქვს მისჯილი, “ვაფშე” არ ვუყურებ ტელევიზორს, იმდენი პრობლემა მაქვს, ტელევიზორის და სხვისი პრობლემების გასაზიარებლად დრო არ მრჩება. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ 4 შვილის დედა პოლიტიკაში საერთოდ არ იყოს, რაღაც საქმე იპოვოს ისეთი, თავის ოჯახს და შვილებს გამოადგეს.
ასეთ რაღაცას, როცა გიჭერენ, მაინც აკეთებ და, რა ვიცი, მე არ დავაჭერინებდი თავს და არ გავაკეთებდი წარწერას ბანერზე, იმიტომ რომ ჩემ 4 შვილს არ დავტოვებდი. ქალი, როცა 4 შვილის დედა ხარ, მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, – ამბობს სიჭინავა.
კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ პოლიტიკოსი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ეტლს იყენებს.
მოგვიანებით “კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხოშტარია თოდუას კლინიკაში გეგმიური კვლევებისთვის გადაიყვანეს
“>
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…