პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნინო ლაცაბიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებს და ქალაქის განვითარებაზე მათი შეხედულებების გაზიარებას ვაგრძელებთ

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე N24 და N4 სკოლების უფროსკლასელებს ახალ არტ პავილიონში შეხვდა, დაგეგმილი პროექტები გააცნო და ქალაქის განვითარებაზე მათი ინოვაციური ხედვები მოისმინა.

ნინო ლაცაბიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებს და ქალაქის განვითარებაზე მათი შეხედულებების გაზიარებას ვაგრძელებთ
ნინო ლაცაბიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებს და ქალაქის განვითარებაზე მათი შეხედულებების გაზიარებას ვაგრძელებთრუსთავი 2

რუსთავის მერია ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, ახალგაზრდებთან სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებს აგრძელებს.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ N24 და N4 სკოლების უფროსკლასელებს ახალი არტ პავილიონი დაათვალიერებინა და უახლოეს მომავალში დაგეგმილი სხვადასხვა პროექტები გააცნო.

არტ პავილიონის სივრცეში გამართულ შეხვედრაზე, ნინო ლაცაბიძემ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და რუსთავის განვითარებაზე მათი კონცეფციებიც მოისმინა.

"ახალგაზრდებთან შეხვედრებს და ქალაქის განვითარებაზე მათი შეხედულებების გაზიარებას ვაგრძელებთ. ძალიან საინტერესო ახალგაზრდებს შევხვდით დღეს ჩვენს არტ პავილიონში. ეს გოგო-ბიჭები ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები არიან. მათი თვალით დანახული რუსთავი, ის ინოვაციური ხედვა, რომელიც დღეს წარმოგვიდგინეს, თანამედროვე სერვისების დანერგვაში და ისეთი ქალაქის შექმნაში დაგვეხმარება, როგორსაც ჩვენი ახალი თაობა ითხოვს და იმსახურებს", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავში არტ პავილიონი რამდენიმე კვირის წინ გახსნა. ძველი კულტურის სახლის რესტავრაციისა და თანამედროვე არტ პავილიონად მოდერნიზაციის იდეა, რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს ეკუთვნის. შენობის რესტავრაცია არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით განხორციელდა. პარალელურად, შეიცვალა და თანამედროვეობას მოერგო მისი კონცეფციაც.

განათების და გახმოვანების ულტრათანამედროვე ტექნიკით და პროფესიონალური საკონცერტო სცენით უზრუნველყოფილ დარბაზში, კლასიკური თუ კლუბური ივენთის ჩასატარებლად, საუკეთესო პირობებია შექმნილი. დარბაზი 230 მაყურებელზეა გათვლილი.

ორსართულიან შენობაში მოწყობილია სხვადასხვა პროფილის სარეპეტიციო სივრცეები და პროფესიონალური ხმის ჩამწერი სტუდია. შენობის გარე პერიმეტრზე, კი ღია საზაფხულო ამფითეატრია განთავსებული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობორუსთავის მერი ახალგაზრდებთან სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებს განაგრძობს
  2. იმედინიუსისამთავრობონინო ლაცაბიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებს და ქალაქის განვითარებაზე მათი შეხედულებების გაზიარებას ვაგრძელებთ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ახალგაზრდებთან შეხვედრებს და ქალაქის განვითარებაზე მათი შეხედულებების გაზიარებას ვაგრძელებთ. ძალიან საინტერესო ახალგაზრდებს შევხვდით დღეს ჩვენს არტ პავილიონში. ეს გოგო-ბიჭები ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები არიან. მათი თვალით დანახული რუსთავი, ის ინოვაციური ხედვა, რომელიც დღეს წარმოგვიდგინეს, თანამედროვე სერვისების დანერგვაში და ისეთი ქალაქის შექმნაში დაგვეხმარება, როგორსაც ჩვენი ახალი თაობა ითხოვს და იმსახურებს“
ნინო ლაცაბიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რუსთავის მერი ახალგაზრდებთან სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებს განაგრძობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები